დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 30/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.18.011.012.181 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.012.181
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №256
2008 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) საგადახდო საბუთი – ინფორმაციის მატერიალურ მატარებელზე (ელექტრონული მატარებელი, ქაღალდის ბლანკი ან სხვა) გაფორმებული საბუთი, რომელიც წარედგინება ბანკს ფულადი ვალდებულებების შესასრულებლად უნაღდო ანგარიშსწორების წესით;“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ხელმოწერები – ქაღალდის საგადახდო საბუთს ხელს უნდა აწერდეს პირი ან პირები, რომლებსაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით და საგადახდო საბუთებზე ხელმოწერის მათი უფლება დასტურდება მომსახურე ბანკში წარდგენილი ხელმოწერის ნიმუშის ბარათით. ქაღალდის საგადახდო საბუთებზე მექანიკური საშუალებებით ხელმოწერა დაუშვებელია. ელექტრონულ საგადახდო საბუთს ხელს აწერს პირი ან პირები, რომელიც საგადახდო სისტემაში რეგისტრირებულია ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის მფლობელად (სისტემის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესით);“.
3. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტებისგან მიღებული საგადახდო საბუთების შესრულება (ანგარიშწორება) ხდება იმავე სამუშაო დღეს, ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის მუშაობის გრაფიკის გათვალისწინებით. საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ, სამუშაო დღის ბოლომდე შემოსული საგადახდო საბუთები შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.“.
4. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ მე-2 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიმღები ბანკის მიერ მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა წარმოებს კორესპონდენტი ბანკისგან (ან „კლიენტი-ბანკის“ შემთხვევაში, როდესაც მიმღები ამავე ბანკის კლიენტია), მიღებულ ელექტრონულ (ან ქაღალდის) საგადახდო საბუთში მითითებული მიმღების ანგარიშის ნომრის და დასახელების მიხედვით. ამ რეკვიზიტებიდან მხოლოდ ერთ-ერთის შესაბამისობის შემთხვევაში მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა დაუშვებელია და სახსრების მფლობელის დადგენამდე, ბანკს უფლება აქვს შეაჩეროს მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა. რეკვიზიტების სისწორის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა მიმღების ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში, უნდა მოხდეს იმავე დღეს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის ტექნიკური შეფერხებებით გამოწვეულ სახსრების დაგვიანებით ჩარიცხვებს. ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის ტექნიკურ შეფერხებებს დოკუმენტურად აფიქსირებს საქართველოს ეროვნული ბანკი და წერილობით შეატყობინებს აგარიშსწორების ყველა მონაწილეს).“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია ბანკების მხრიდან უნაღდო გადახდებთან დაკავშირებული მომსახურების ხარისხის და ოპერატიულობის ამაღლებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები