დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 19/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.22.027.012.178 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.012.178
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №217
2008 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანების (სსმ III, 2008წ., №89, მუხ. 682) №1 დანართის III ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. შიდა გვერდები
შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
პირველ გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი სიტყვები: ,,საქართველო“, ,,სამგზავრო დოკუმენტი“, ,,1951 წლის 28 ივლისის კონვენცია“.
მეოთხე გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი წინადადებები: ,,მოცემული სამგზავრო დოკუმენტი გაცემულია ერთადერთი მიზნით, უზრუნველყოს მისი მფლობელი დოკუმენტით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქალაქის პასპორტის ნაცვლად. აღნიშნული დოკუმენტი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მფლობელის მოქალაქეობაზე და არ ცვლის მას.“ ,,მფლობელს აქვს საქართველოში დაბრუნების უფლება, მოცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის პერიოდში.“ ,,თუ მოცემული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი საცხოვრებლად დარჩა სხვა ქვეყანაში და კვლავ აპირებს მოგზაურობას, უნდა მიმართოს ამ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს ახალი დოკუმენტის მისაღებად.“.
მეხუთე გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია შემდეგი წინადადება: ,,სამგზავრო დოკუმენტი მოქმედებს ყველა სახელმწიფოში, გარდა ..................................................................................“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები