დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 16/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 16/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.060.21.014.012.172 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.012.172
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №2
2008 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, №1, 03.01.2006 წ., მუხ.1) დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე სატენდერო კომისია განიხილავს და აფასებს პირველად სატენდერო წინადადებებსა და საკვალიფიკაციო მონაცემებს. სატენდერო კომისიაში შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადებები საექსპერტო დასკვნისათვის წარედგინება შესასყიდი მომსახურების სფეროდან მოწვეულ (შერჩეულ) ექსპერტთა ჯგუფს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის სატენდერო კომისია.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ვარსემაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები