„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 725
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 16/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.170
  • Word
725
15/09/2008
სსმ, 137, 16/09/2008
010.320.010.22.033.012.170
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.170

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №725

2008 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში (სსმ III, 05.03.07, №29, მუხ. 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამსახურის უფროსის აპარატი;

ა.ა) საორგანიზაციო სამმართველო;

ა.ბ) სატელეფონო ცენტრი;“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სატელეფონო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციების (ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;

ბ) გადამხდელთათვის და დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციების მიწოდება საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებზე საინფორმაციო კომუნიკაციების საშუალებებით (ბროშურები, სამახსოვროები, სხვა ბეჭდვითი გამოცემები, ინტერნეტსაშუალებები, სატელევიზიო გადაცემები);

გ) დაინტერესებული პირებისათვის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციების მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გილაური