დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 724 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 16/09/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.000.22.033.012.169 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.012.169
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №724
2008 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულებაში (სსმ III, 29.11.07, №169, მუხ.1880) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საბაჟო და საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მუდმივი მონიტორინგის განხორციელება.“;
2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ და „ჟ2“ ქვეპუნქტები:
„ჟ1) ონლაინ რეჟიმში კოორდინაცია გაუწიოს და განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი საბაჟო და საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე;
ჟ2) საბაჟო და საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ანალიზი გაუკეთოს მონიტორინგის შედეგებს.“.
3. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ვიდეომონიტორინგის სამმართველო.“.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. ვიდეომონიტორინგის სამმართველო
ვიდეომონიტორინგის სამმართველო:
ა) ონლაინ რეჟიმში კოორდინაციას უწევს და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საბაჟო და საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე;
ბ) ანალიზს უკეთებს მონიტორინგის შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას რიგების აღმოფხვრის, საბაჟო და საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
გ) შემდგომში მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის ინფორმირებას დარღვევების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები