,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 759
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 16/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.170.000.22.022.012.160
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
759
05/09/2008
სსმ, 137, 16/09/2008
430.170.000.22.022.012.160
,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/09/2008 - 20/07/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.170.000.22.022.012.160

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №759

2008 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ

ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ც“ ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ და მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყოს არა უადრეს სექტემბრის თვის პირველი ორშაბათისა და დასრულდეს არა უგვიანეს ივნისის თვის მესამე პარასკევისა.

2. საქართველოს საჯარო სკოლებმა დამამთავრებელი და პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დაასრულონ არა უგვიანეს მაისის თვის მესამე პარასკევისა.

3. სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო დღეების მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 180 დღით, ხოლო მაქსიმალური – 190 დღით. სასწავლო დღეები უნდა გაიყოს 3 ტრიმესტრად და თითოეული ტრიმესტრის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 60 დღეს.

4. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში არდადეგების მინიმალური ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 72 დღეს, ხოლო მაქსიმალური – 82 დღეს, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა. ზამთრის არდადეგებში აუცილებელად უნდა შედიოდეს დეკემბრის თვის ბოლო პარასკევიდან – 14 იანვრის ჩათვლით დღეები.

5. საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ამ ბრძანების შესაბამისად, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით უნდა დაადგინოს სასწავლო წლის განმავლობაში სწავლისა და არდადეგების დღეების განაწილება და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

6. საქართველოს საჯარო სკოლებს მიეცეთ რეკომენდაცია სასწავლო წლის განმავლობაში არდადეგების დღეების დადგენისას გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებთან არდადეგების დღეების თანხვედრა, ტრიმესტრებს შორის პერიოდში არდადეგების დღეების დაგეგმვა, აგრეთვე სკოლებში პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა იაკობ გოგებაშვილის“ ფარგლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადები. საჭიროების შემთხვევაში, სწავლის დღეების დადგენისას, გამოიყენონ შაბათი, როგორც სასწავლო დღე.

 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების, სასწავლო დღეებისა და ტრიმესტრების მინიმალური ოდენობა და თარიღები შემდეგ შემთხვევებში:

ა) ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) საჯარო სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები და სხვა), აგრეთვე საჯარო სკოლების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას.

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია