,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 08/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 11/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.012.156
  • Word
2
08/09/2008
სსმ, 134, 11/09/2008
110.060.010.39.036.012.156
,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გენერალური პროკურორი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.012.156

საქართველოს გენერალური პროკურორის

 ბრძანება №2

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1. ,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში  (სსმ III, 2006 წელი, №104, მუხ. 1404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. ბრძანების მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. დამტკიცდეს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების,  სამსახურებრივი მოწმობებისა  და დოკუმენტაციის ჩაბარების  დამადასტურებელი აქტის ფორმა (დანართი №5).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია პროკურატურიდან დათხოვნიდან 5 დღის ვადაში გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში წარადგინოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების, სამსახურებრივი მოწმობებისა და დოკუმენტაციის ჩაბარების  დამადასტურებელი აქტი (დანართი №5) პროკურატურის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ პროკურატურის მუშაკთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშ-სწორება.“.

  3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5:

 

გენერალური პროკურორის

მოვალეობის შემსრულებელი გ.ლაცაბიძე