,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 11/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.153
  • Word
697
05/09/2008
სსმ, 134, 11/09/2008
200.250.000.22.033.012.153
,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.153

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  697

2008 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის 1318 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

     „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის 1318 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.07, 186, მუხ. 2103) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „4. მივლინების ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მივლინების დროს მგზავრობის და საცხოვრებელი ადგილის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველია მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ და „ჟ ქვეპუნქტები:

„პ) მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს ხარჯები;

ჟ) წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებები, (მხოლოდ გადასახდელი ხელფასების სახით).“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის მიერ კვარტალური განაცხადის ფორმაში შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილება..

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი 2 (კვარტალური განაცხადი) ჩამოყალინდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური

 დანართი 2

კვარტალური განაცხადი

20.......... წლის …...... კვარტალი

ვალდებულება --------

სახაზინო კოდი და დასახელება ________

საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ______________________

 

კლასიფიკაციის მუხლი

...… კვარტალი

 

 

 

1

2

1

შრომის ანაზღაურება

 

 

ხელფასი ფულადი ფორმით – თანამდებობრივი სარგო

 

 

ხელფასი ფულადი ფორმით – წოდებრივი სარგო

 

 

ხელფასი ფულადი ფორმით – პრემია

 

 

ხელფასი ფულადი ფორმით – დანამატი

 

 

ხელფასი ფულადი ფორმით – ჰონორარი

 

 

ხელფასი ფულადი ფორმით – კომპენსაცია

 

 

სოციალური შენატანები – ფაქტიურად განხორციელებული სოციალური შენატანები

 

2

საქონელი და მომსახურება

 

 

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება

 

 

წარმომადგენლობითი ხარჯები

 

 

მივლინებები

 

 

სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება

 

3

სუბსიდიები

 

4

გრანტები

 

 

უცხო სახელმწიფოთა მთავრობებს

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციებს

 

 

სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს

 

5

სოციალური უზრუნველყოფა

 

 

სოციალური დაზღვევა

 

 

სოციალური დახმარება

 

 

დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება

 

6

სხვა ხარჯები

 

 

სხვადასხვა ხარჯები მიმდინარე

 

7

ვალდებულებები

 

 

საშინაო - სხვა კრედიტორული დავალიანებები

 

 

სულ

 

 

 

შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის უფროსი

პასუხისმგებელი პირი

ვალდებულებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი

თარიღი /---/------/------/

 

 

 

 პასუხისმგებელი შემსრულებელი

 

 

ბ. ა.

 

თარიღი /---/------/------/

 შტ.ა