დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 689 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 03/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.012.143 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.143
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №689
2008 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებით (სსმ III, 16.10.2007 წ., №144, მუხ. 1605) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,მ1–მ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,მ1) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზება;
მ2) საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მართვის განხორციელება და კონტროლი;
მ3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
მ4) ,,მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა;“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ1) რისკების მართვისა და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი.“.
3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ1) რისკების მართვისა და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი – სახაზინო სამსახურის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია და კონტროლი; საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მართვის განხორციელება და კონტროლი; საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მითითებების პროექტების მომზადება; ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზება; ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მითითებების პროექტების მომზადება; სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების შესახებ ანგარიშების მომზადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება; ,,მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა; შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები