დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 09/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.18.011.012.135 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.012.135
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №230
2008 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესში“ (სსმ III, 04.06.2008წ., №80, მუხლი. 859) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მიხედვით შექმნილი მინიმალური რეზერვების შენახვა ხორციელდება შესაბამისად ეროვნული ვალუტით, აშშ დოლარით და ევროთი, ეროვნულ ბანკში.“.
2. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა ეროვნული ვალუტით ხდება ერთეულ ლარებში (თეთრების გარეშე), აშშ დოლარით ხდება ერთეულ დოლარებში (ცენტების გარეშე) და ევროთი ხდება ერთეულ ევროებში (ევროცენტების გარეშე). ნახევარ ერთეულზე ნაკლები თანხა მხედველობაში არ მიიღება, ნახევარი ერთეული და მეტი თანხა დამრგვალდება ერთ ერთეულამდე.“.
3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები:
„6. მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით), გარდა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისა, არის 10%. არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისათვის (მე-3 მუხლის 21 პუნქტში და მე-4 მუხლის 21 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 5%.
7. სარეზერვო ანგარიში – უცხოური ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის წარმოადგენს ბანკის სპეციალურ სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში, რომელიც გამოიყენება უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების შესანახად. ეროვნული ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის სარეზერვო ანგარიშად გამოიყენება ბანკის ეროვნული ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში.
8. საშუალო მოზიდული სახსრები – გაანგარიშების პერიოდში ბანკის მიერ მოზიდული სახსრების საბალანსო ანგარიშებზე ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ნაშთების საშუალო არითმეტიკული, რომელიც გაიანგარიშება ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტის, ევროსა და სხვა უცხოური ვალუტების მიხედვით.
9. მინიმალური რეზერვები – ეროვნულ ბანკში ბანკების სარეზერვო ანგარიშებზე სავალდებულო შესანახი თანხა, რომელიც გაიანგარიშება საშუალო მოზიდული სახსრების გამრავლებით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმაზე.
10. საანგარიშო პერიოდი – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება სამშაბათს და მთავრდება ორშაბათს.
11. დასაცავი პერიოდი – 14-დღიანი პერიოდი, რომელიც იწყება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-17 დღეს, ხუთშაბათს და მთავრდება ოთხშაბათს.
12. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება კომერციული ბანკის კაპიტალი ან მასთან გათანაბრებული სახსრები, მათ შორის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განმარტებული „საზედამხედველო კაპიტალი“.
13. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება ისეთი სახის ვალდებულებები, რომელთა ბანკის ბალანსში ასახვა არ არის დაკავშირებული ფულადი ნაკადის მოძრაობასთან.“.
4. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;
5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს აშშ დოლარით ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.“.
6. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს ევროთი ბანკის შესაბამის სარეზერვო ანგარიშზე.“.
7. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად, შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3312, 3313, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3531-3532, 3611-3618, 3661-3668, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519.“.
8. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. არარეზიდენტებისაგან უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3512, 3562, 3711, 3712.“.
9. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები (გარდა ევროთი მოზიდული სახსრებისა) გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, აშშ დოლარით გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.“.
10. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ევროთი საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღისათვის რიცხული, ევროთი გამოხატული ნაშთების საშუალო არითმეტიკული.“.
11. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბანკი ვალდებულია, დასაცავ პერიოდში ეროვნულ ბანკში არსებულ სარეზერვო ანგარიშებზე ყოველდღიურად იქონიოს გაანგარიშების პერიოდის შესაბამისი მინიმალური რეზერვი, შესაბამის უცხოურ ვალუტაში. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.“.
12. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას, სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი მთლიანად უბრუნებს ბანკს სალიკვიდაციო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა ბანკის რეორგანიზაციასთან (შერწყმა, მიერთება) დაკავშირებით, მაშინ მოცემული თანხა უბრუნდება უფლებამონაცვლე ბანკს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე.“.
13. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური რეზერვის შენახვა წარმოებს ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე.“.
14. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებები-სათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად, შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3521-3522, 3601-3608, 3651-3658, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509.“.
15. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. არარეზიდენტებისაგან ეროვნული ვალუტით ნასესხებ სახსრებში შეიტანება, „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად, შემდეგი საბალანსო ანგარიშები: 3502, 3552, 3701, 3702.“.
16. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრები გამოითვლება როგორც მოზიდული სახსრების ანგარიშებზე გაანგარიშების პერიოდში ყოველი კალენდარული დღის ბოლოს რიცხული ეროვნული ვალუტის ნაშთების საშუალო არითმეტიკული.“.
17. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი იანგარიშება დასაცავი პერიოდის ბოლოს, როგორც დასაცავი პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე, ყოველ კალენდარულ დღეს არსებული თანხების საშუალო არითმეტიკული. საოპერაციო დღეებში აიღება დღის დახურვის მომენტში არსებული ნაშთი, ხოლო არასაოპერაციო დღეებში აიღება წინა საოპერაციო დღეს არსებული ნაშთი.“.
18. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ბანკი ვალდებულია ნებისმიერი დასაცავი პერიოდის ბოლოს იქონიოს ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთი არანაკლებ შესაბამისი გაანგარიშების პერიოდის ეროვნული ვალუტის მინიმალური რეზერ-ვისა.“.
19. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
ანგარიშგება და სანქციები“.
20. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრები-სათვის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთის, ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს არსებული კურსით.“.
21. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის ამ წესის მიხედვით შექმნილ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.“.
22. წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 მუხლი:
„მუხლი 6
გარდამავალი დებულებები
1. 2009 წლის 8 იანვრამდე ევროთი მოზიდული სახსრების შესაბამისი მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა შესაძლებელია ნაწილობრივ ან სრულად აშშ დოლარით გაანგარიშების პერიოდის ბოლო დღეს მოქმედი კურსით.
2. 2009 წლის 8 იანვრამდე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიმდინარე ანგარიშების მიხედვით მოზიდული სახსრები სავალდებულო დარეზერვებას არ ექვემდებარება.
3. 2009 წლის 8 იანვრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით), გარდა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისა, არის 13%. არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისათვის (მე-3 მუხლის 21 პუნქტში და მე-4 მუხლის 21 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 0%.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სავალუტო რისკის შემცირების აუცილებლობით.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 8 იანვრიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები