საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 27/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.026.012.130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
482
26/08/2008
სსმ, 124, 27/08/2008
010.240.030.22.026.012.130
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/08/2008 - 10/06/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.026.012.130

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 482

2008 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის პ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

    მუხლი 2

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.

    მუხლი 3

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

 

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 4

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა და რესურსების გამოყენებაზე კონტროლი;

ბ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის განსაზღვრა;

გ) სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესის ანალიზის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმების შემუშავების კოორდინაცია.

    მუხლი 5

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის ანალიზი;

ბ) თავდაცვის სისტემის განვითარებაზე მიმართული რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი და კონტროლი;

გ) შესაძენი საშუალებების ნატო სტანდარტებთან, საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფის ანალიზი;

დ) დაგეგმილი შესყიდვების სასიცოცხლო ციკლის და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი;

ე) თავდაცვის რესურსების (არსებული, მოთხოვნილი, ხელმისაწვდომი) ეფექტურად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნა, სისტემატური განახლება და ანალიზი.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ფუნქცია-მოვალეობანი

    მუხლი 6

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

    მუხლი 7

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართვას დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული დეპარტამენტის მუშაობის წარმართვისათვის;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 8.

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავის კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული მომზადების საკითხებს;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და უფლებამოსილება

    მუხლი 9

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომში – ქვედანაყოფი):

ა) რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) კონტროლის სამმართველო.

    მუხლი 10

რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დაგეგმილი შესყიდვების სასიცოცხლო ციკლის და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი;

ბ) თავდაცვის დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების კოორდინაცია;

გ) თავდაცვის განვითარების პროგრამებისა და თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს შემუშავების მონიტორინგი;

დ) თავდაცვის რესურსების (არსებული, მოთხოვნილი, ხელმისაწვდომი) ეფექტურად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნა, სისტემატიური განახლება და ანალიზი.

    მუხლი 11

კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის ანალიზი;

ბ) თავდაცვის სისტემის განვითარებაზე მიმართული რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი და კონტროლი;

გ) შესაძენი საშუალებების ნატოს სტანდარტებთან, საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფის ანალიზი.

    მუხლი 12

1. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

გ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.