დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1744 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 01/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.22.024.012.125 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.012.125
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/1774
2008 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ლიკვიდაციისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №161 დადგენილების შესაბამისად: ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში (სსმ III, 12.01.2007 №5 მ.40) შეტანილ იქნეს ცვლილება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მის საფუძველზე დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 6 სექტემბრიდან.
ე. შარაშიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები