2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 197/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 25/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.122
  • Word
197/ნ
19/08/2008
სსმ, 123, 25/08/2008
470.230.000.22.035.012.122
2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.122

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №197/ნ

2008 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის                2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში (სსმ III, 07.05.2008 წ., №69, მუხლი 739) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №9-ში (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და ბიუჯეტი

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 595,7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

კომპონენტი

მომსახურების მოცულობა

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა

3 600,0

დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ინსულინის, გლუკაგონისა და დამხმარე სამედიცინო საშუალებების შესყიდვა ბავშვთა (18 წლამდე) და მოზარდთა (25 წლამდე)

450,0

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატებისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის შესყიდვა

1000,0

ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და სა-შუალებების შესყიდვა; ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის შესყიდვა

570,0

ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

 

იმუნოსუპრესული მედიკამენტების შესყიდვა

1 020,0

აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა მონიტორინგი

20,0

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა

270,0

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შესყიდვა

1 500,0

ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა

სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა

300,0

მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

პანკრეასის ფერმენტების შესყიდვა

100,0

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

· სამკურნალო საშუალებების, მათ შორის საკვები დანამატების მიღება-შენახვა-ტრანსპორტირება-გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე (მათ შორის კონტრაქტორი ბაზის ქვეკონტრაქტორ აფთიაქებზე) ფარმაცევ-ტული ბაზის მომსახურების მეშვეობით;

· სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატები) ავადმყოფებზე გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მეშვეობით (მათ შორის აფთიაქების);

· ნარკოტიკული საშუალებების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ტრანსპორტირება ბადრაგირების მეშვეობით

600,0

ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა

ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვა

165,7

სულ

 

 

9 595,7

 

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი