,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 14/08/2008
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 20/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.116
  • Word
118
14/08/2008
სსმ, 120, 20/08/2008
300.160.070.47.052.012.116
,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.012.116

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №118

2008 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

   მუხლი 1

„ტექნიკური რეგლამენტის “საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხლი №812) დამტკიცებულ “ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის ან ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია), სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.“.

4. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობაზე – სამსახური, იმ შემთხვევაში, თუ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობა განეკუთვნება სამსახურის საქმიანობის სფეროს, ამოწმებს მას და შემოწმების შედეგებს დაუყოვნებლივ აცნობებს ადმინისტრაციას;“

8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. სამსახურის სერტიფიკატის, აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელის უფლება-მოვალეობები

სამსახურის სერტიფიკატის, აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელის უფლება-მოვალეობებია:

ა) განახორციელოს საქმიანობა სამსახურის სერტიფიკატში და მის დანართში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 („საავიაციო კავშირგაბმულობა“), მე-11 („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მე-17 („უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) დანართებით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების, ამ წესის და სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

გ) ავარიული მდგომარეობის, კავშირის შეწყვეტის და გაუთვალისწინებელი სიტუაციისას, იმოქმედოს ამ წესის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 4444 („საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“) მე-15 თავის მოთხოვნების შესაბამისად;

დ) მოითხოვოს კონსულტაციები ადმინისტრაციასთან საჰაერო მოძრაობის მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს ადმინისტრაციას საჰაერო მოძრაობის მომსახურების დროს მომხდარ საავიაციო მოვლენაზე;

ვ) უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურე პერსონალის კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების მუდმივი და სისტემატური შემოწმება;

ზ) სამსახურის შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 წლის განმავლობაში;

თ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობაზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად წერილობით აცნობოს/მიმართოს ადმინისტრაციას;

ი) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ;

კ) უზრუნველყოს, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს AIP-ში, ICAO-ს ოფიციალური გამოცემით – DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სახელმძღვანელო“) განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ლ) ფრენების უსაფრთხოების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მ იერ მიწოდებული ინფორმაციის, საკუთარი საშუალებებით, საავიაციო ელექტროკავშირგაბმულობის ფიქსირებული სპეციალური ქსელით (AFTN, და/ან სხვ.) გადაცემა;

მ) განახორციელოს ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი.“.

9. 24 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 24

ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები“

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   ი. თაქთაქიშვილი