,,იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის დროებითი საბუთის ფორმის დამტკიცების შესახებ“

,,იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის დროებითი საბუთის ფორმის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 15/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.012.114
205
15/08/2008
სსმ, 118, 15/08/2008
010.170.000.22.027.012.114
,,იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის დროებითი საბუთის ფორმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.012.114

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №205

2008 წლის 15 აგვისტო

 ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დროებითი საბუთის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 აგვისტოს №404 ბრძანებულების მე-3 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დროებითი საბუთის თანდართული ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დროებითი საბუთის თანდართული ნიმუში (დანართი №2).

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დროებითი საბუთის ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მ. კოპალეიშვილს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

დანართი №1

იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დროებითი საბუთის ფორმა

1. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დროებითი საბუთი (შემდგომში – დროებითი საბუთი) შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2  ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. დროებითი საბუთი ორგვერდიანია, ზომები 196 X 68მმ, შეიცავს 14 დამცავ ნიშანს. დროებით საბუთზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. დროებითი საბუთი შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა ,,საქართველო“, საბუთის დასახელება და საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს მოყვითალო და მოწითალო ფერთა მონაცვლეობას (ირისული ბეჭდვა).

2. დროებითი საბუთის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2 . დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.

3. დროებითი საბუთი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მისამართი;

ი) დროებითი საბუთის გამცემი ორგანოს დასახელება;

კ) დროებითი საბუთის გაცემის თარიღი;

ლ) საბუთის მოქმედების ვადა

მ) დროებითი მისამართი;

ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ო) დროებითი საბუთის გამცემი ორგანოს ბეჭედი.

4. დროებითი საბუთის ბლანკზე დატანილ უნდა იქნეს დროებითი საბუთის ბლანკის ინდივიდუალური სერია და ნომერი.

 

დანართი №2