„ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 18/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.000.868
  • Word
227
17/10/2007
სსმ, 145, 18/10/2007
430.030.000.10.003.000.868
„ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,1. საქართველოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისა, ჩაითვალოს ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებად, რომელთა ლიკვიდაციას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნებას ან/და რეორგანიზაციას, ასევე რომელთა ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეული. თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვალოს იმ დაწესებულების/დაწესებულებების უფლებამონაცვლედ, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა ან დაფუძნდება აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“;

ბ) დადგენილებას დაემატოს 41 პუნქტი:

,,41. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიეცეს უფლება, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მოქმედ სააღმზრდელო დაწესებულებათა დაფინანსება გააგრძელოს 2007 წლის 31 დეკემბრამდე ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2007 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებათა დაფინანსება უზრუნველყონ შესაბამისმა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებმა (დანართის მიხედვით).

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

 

დანართი

სტატისტიკური მონაცემები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღების შესახებ

 

#

ს/ბაღის დასახელება

მისამართი, შენობის ფორმა

ჯგუფი

ბავშვების რაოდენობა

საშტატო განაკვეთი

1

სინათლე

ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, გელოვანის ქ.4) ტურიზმის კოლეჯის შენობა, მე-5 სართული, კომპაქტური ჩასახლება

1

25

4.75

2

აისი

ქ. თბილისი, გლდანი, ქერჩის ქ.5, არატიპური, იზოლირებული შენობა (კომპაქტური ჩასახლება)

2

58

10.5

3

იმედი

თბილისის ზღვა, ტურბაზის შენობა,

 იზოლირებული, კომპაქტური ჩასახლება

2

40

10.5

4

თოლია

თბილისი, ვაზიანის დასახლება, იზოლირებული შენობა, კომპაქტური ჩასახლება

2

40

10.5

5

ნერგები

ქ. რუსთავი, ლომოურის ქ.6, პოლიციის

 სამმართველოს შენობა, იზოლირებული

2

40

10.5

6

მაფშალია

ქ. ზუგდიდი, კიროვის ქ.52, კერძო სახლის შენობაში. კომპაქტური ჩასახლება

2

48

9.5

7

ციცინათელა

ქ. ზუგდიდი, შენგელიას ქ.22, კერძო სახლის შენობაში. კომპაქტური ჩასახლება

2

48

9.5

8

წითელქუდა

ზუგდიდის რ-ნი, სოფ. ინგირი, იზოლირებული შენობა, კომპაქტური ჩასახლება

2

55

10

9

არეთა

ქ. ზუგდიდი, ბესიკის ქ. (კაპიტალური შენობა)

1

40

5

10

ოდიში

ზუგდიდის რ-ნი, სოფ. ოდიში (იზოლირებული შენობა), კომპაქტური ჩასახლება

1

25

5

11

ცხუმი

წალენჯიხის რ-ნი, დაბა ჯვარი, სასტუმროს შენობა (იზოლირებული), კომპაქტური ჩასახლება

2

42

10

12

ოცნება

ქ. სენაკი, სამხედრო დასახლება, საჯარო სკოლის I სართული, კომპაქტური ჩასახლება

2

36

10

13

რწმენა

ზუგდიდის რ-ნი, კახათი (იზოლირებული შენობა), კომპაქტური ჩასახლება

1

37

5

14

ცეროდენა

ბორჯომი, სანატორიუმ ბორჯომისშენობა (იზოლირებული), კომპაქტური ჩასახლება

1

16

5

15

ნაკადული

ქ. ქუთაისი, კოპიტნარი, იზოლირებული შენობა, კომპაქტური ჩასახლება

1

24

4.75

 

სულ:

 

24

574

120.5