,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 36/2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 07/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.012.104
  • Word
36/2008
06/08/2008
სსმ, 113, 07/08/2008
010.190.030.15.008.012.104
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.012.104

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №36/2008

2008 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 �საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში� შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება:

რეგლამენტის მე-3 მუხლს დაემატოს შედეგი შინაარსის ,,მ� ქვეპუნქტი:

,,მ) ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გარდა, განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ������ �ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი����������������� ��� გ. მჭედლიძე