,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 07/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.100
  • Word
638
04/08/2008
სსმ, 113, 07/08/2008
230.210.000.22.033.012.100
,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.100

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №638

2008 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 10.01.2008წ., №3, მუხ. 46) დამტკიცებულ ,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ განმეორებითი დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქონლის დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტის შევსებიდან ამ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებამდე, ამავე პირის ინიციატივით ან დეკლარანტის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და ფორმდება საქონლის დათვალიერების ახალი უწყებით.“;

ბ) ინსტრუქციის მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 17

1. თუ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია ერთი სახეობის, კერძოდ – ერთი დასახელების (მარკა, მოდელი და ა.შ.), სეს ესნ-ს მიხედვით ერთი სასაქონლო კოდით კოდირებული, იდენტურად შეფუთული, სტანდარტული უმცირესი შეფუთვის, ან შეუფუთავი (ნაყარი, ჩასხმით და ა.შ.) საქონელი, მისი დათვალიერება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევითობით საქონლის რაოდენობის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. საქონლის რაოდენობა განისაზღვრება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას, ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში საქონლის დათვალიერება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრებით თითოეული სახეობის საქონლის რაოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობით, შეფუთვის ცალკეული სახეობის გახსნისას ამოღებული საქონელი ექვემდებარება რაოდენობის განსაზღვრას, რომელიც ხორციელდება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას, ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის ერთეულის რაოდენობა აჭარბებს 50-ს, დათვალიერება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე სხვადასხვა ერთეულის საქონლის რაოდენობის არანაკლებ 20%-ის ოდენობით (მაგალითად – თუ გვაქვს 50 ერთეული საქონელი, დათვალიერება შეიძლება ჩაუტარდეს 10 ერთეულ საქონელს, თითოეულს 20%-ის ოდენობით).

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (მიუხედავად შემოტანის მიზნებისა), აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი დათვალიერდება ამ ინსტრუქციის დანართი №5-ის გამოყენებით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემთხვევითი შერჩევითობით. დათვალიერება ხორციელდება თამბაქოს ნაწარმის უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობის 2% ოდენობის შერჩევით, შერჩეული უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობიდან დათვალიერებას ექვემდებარება არანაკლებ 2% თამბაქოს ნაწარმის ყუთი, ხოლო თითოეული ყუთიდან თამბაქოს ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვა. თამბაქოს ნაწარმის რაოდენობა განისაზღვრება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში, ხოლო სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტში, მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას, ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, დათვალიერებას დაქვემდებარებული საქონლის მოცულობის სწორად განსაზღვრისთვის სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალებაში ფაქტობრივად განთავსებული იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საერთო რაოდენობის დადგენა. საერთო რაოდენობა დგინდება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში კი ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტში ასახული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ამასთან, ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას, ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით.

    მუხლი 18

იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერებისას აღმოჩნდება შეუსაბამობა წარდგენილ დოკუმენტებსა და საქონლის ფაქტობრივ მონაცემებს შორის, აგრეთვე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას, ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით საქონლის რაოდენობრივ მონაცემებს შორის, რომელიც აღემატება საქონლის ტრანსპორტირებისას ან შენახვის ნორმალური პირობების გათვალისწინებით ანალოგიურ მაჩვენებლებს, საქონლის დათვალიერების აქტის საფუძველზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას დათვალიერების მოცულობის გაზრდისა და უფრო დეტალური დათვალიერების ფორმის გამოყენების თაობაზე.“;

გ) ინსტრუქციის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 29

1. როცა საქონლის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით და დასათვალიერებელია იდენტური სახეობის, დასახელების, სტანდარტულად შეფუთული საქონელი, წონის დადგენა ხორციელდება შერჩევით. სტანდარტული, უმცირესი შეფუთვის მქონე, ერთი დასახელების საქონლის საერთო წონა განისაზღვრება საერთო რაოდენობის არანაკლებ 5% უმცირესი შეფუთვის საქონლის წონის გადამრავლებით იდენტური შეფუთვის რაოდენობაზე.

2. საქონლის დათვალიერების აქტში უნდა მიეთითოს საერთო წონის განსაზღვრის გაანგარიშების მეთოდი.“.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური