დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 637 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 07/08/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.040.22.033.012.099 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.040.22.033.012.099
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №637
2008 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2326) დამტკიცებულ „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.“;
ბ) ინსტრუქციის მე-4 მუხლს დაემატოს 3 1 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.“;
გ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ა.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტზე;
ა.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
ა.ა.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ა.ა.ზ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
დ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.“;
ე) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული:
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.“;
ვ) ინსტრუქციის მე-9 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,8. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ლიცენზია დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტზე;
ბ.ბ) ნებართვა:
ბ.ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტზე;
ბ.ბ.ბ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ბ.ბ.გ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატივების იმპორტზე;
ბ.ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;
ბ.ბ.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;
ბ.ბ.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ბ.ბ.ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.თ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;
ბ.ბ.ი) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.კ) ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ბ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტზე;
ბ.გ) სერტიფიკატი:
ბ.გ.ა) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ბ.გ.ბ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ბ.გ.გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი;
გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შემთხვევაში – ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა“;
დ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბაჟო გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული იმპორტის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ვ) საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენების შემთხვევაში:
ვ.ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ვ.გ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ვ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
ზ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ზ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“;
ზ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები