,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 07/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.012.097
  • Word
647
04/08/2008
სსმ, 113, 07/08/2008
230.150.070.22.033.012.097
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.012.097

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №647

2008 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2330) ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დანიშნულების ადგილი – არასაბაჟო ორგანო (დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო საწყობი, რკინიგზის სადგური, საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგური, უბაჟო ვაჭრობის პუნქტი, თავისუფალი ზონა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილი), სადაც მთავრდება საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, ან ორ არასაბაჟო ორგანოს შორის გადასატანი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება;“.

2. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისი სვლით გადაადგილებული ან გადაზიდული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე, ან არასაბაჟო ორგანომდე გადაადგილების, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადის კონტროლი და აღრიცხვა. აგრეთვე ამ ვადის ფარგლებში არასაბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ამ ქვეპუნტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აღრიცხვა;“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) თავისუფალ ზონაში შესატანი უცხოური ან/და საქართველოს საქონლის, ან თავისუფალი ზონიდან გასატანი უცხოური საქონლის გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები:

,,თ) თავისუფალ ზონაში შესატან უცხოურ ან/და საქართველოს საქონელზე, როცა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით;

ი) თავისუფალი ზონიდან გასატან უცხოურ საქონელზე, როცა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით.“.

5. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გრაფა 4 – გრაფაში მიეთითება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან გასატანი, ან გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის სავარაუდოდ განსაზღვრის განზრახვის ან განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის შესახებ შემდეგი კოდირებული ინფორმაცია:

ა) ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გატანისას – ,,10“;

ბ) თავისუფალი ზონიდან საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინსტრუქციის მე-4 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღრიცხვის მოწმობა არ გამოიწერება) დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას – ,,11“;

გ) თავისუფალი ზონიდან საქონლის არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას – ,,12“;

დ) 20-დღიანი ვადით უკვე შემოტანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისი სვლით გადაადგილებული ან გადაზიდული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (როცა ამ ქვეპუნქტში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილ წინმსწრებ აღრიცხვის მოწმობის მე-4 გრაფაში მითითებული იყო ,,20“) არასაბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე 20-დღიანი ვადის ფარგლებში დარჩენილი ვადით გადაადგილებისას – ,,19“;

ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას – ,,20“;

ვ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გატანის მიზნით – ,,21“;

ზ) საქონლის უცვლელ მდგომარეობაში უკან დაბრუნებისთვის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გატანის მიზნით – ,,23“;

თ) რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება – ,,31“;

ი) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით – ,,40“;

კ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საქონლის შემოტანის შემთხვევაში მის მიმართ დადგენილი წესით გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას – ,,44“;

ლ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების მიზნით – ,,51“;

მ) დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის საქონლის შემოტანის მიზნით – ,,53“;

ნ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში – ,,63“;

ო) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის მიზნით – ,,71“;

პ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინსტრუქციის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღრიცხვის მოწმობა არ გამოიწერება) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანის მიზნით – ,,77“;

ჟ) არასასაზღვრო საბაჟო ორგანოდან თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანის მიზნით – ,,78“;

რ) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული – ,,80“;

ს) სპეციალური კოდები, რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს:

ს.ა) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, გრაფაში აღინიშნება – ,,47“;

ს.ბ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ემატება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, ახალი მოწმობის გრაფაში აღინიშნება – ,,81“;

ს.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნების შემთხვევაში – ,,15“;

ს.დ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის – ,,72“;

ს.ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კოტროლის ზონაში გადაადგილებისას (გარდა სასაზღვრო საბაჟო ორგანოებს შორის გადაადგილებისა) – ,,73“;

ტ) ზოგადი კოდები, როცა შეუძლებელია საბაჟო დამუშავების ოპერაციის სავარაუდო განსაზღვრის განზრახვის ან განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის აღმნიშვნელი ამ პუნქტის ,,ა“ – ,,ს“ ქვეპუნქტებში ასახული კოდის მითითება, აღრიცხვის მოწმობაში შეიტანება შემდეგი კოდირებული ინფორმაცია:

ტ.ა) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერიტორიდან გატანისას – ,,16“;

ტ.ბ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას – ,,46“.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური