,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 04/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.012.089
  • Word
199
01/08/2008
სსმ, 110, 04/08/2008
010.170.000.22.027.012.089
,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.027.012.089

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №199

2008 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №122 ბრძანებაში (სსმ III, 2008წ., №59, მუხ. 682) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. №1 დანართის III ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ყდის პირველი გარე გვერდი

ოქროსფერი გამოსახულება დატანილ უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იქნეს სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს რეზისტენტული.

ყდაზე ოქროსფრად უნდა იყოს გამოსახული სიტყვები: ,,საქართველო“, ,,სამგზავრო დოკუმენტი“ და ,,1951 წლის 28 ივლისის კონვენცია“ ქართულ და ინგლისურ ენებზე.“.

2. №1 დანართის III ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. შესაძლო დამცავი ელემენტები

1 დონე

ქაღალდი:  მრავალტონიანი წყლის ნიშანი

                   დამცავი ძაფი

                   ქიმიური სენსიტისაცია.

ბეჭდვა:      გრძივი სტრუქტურები

                   ცისარტყელას ბეჭდვა

          მიკრო ასოებით ბეჭდვა

          მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა

          ლატენტური გამოსახულება.

მელანი:     ოპტიკურად ცვლადი მელანი.

დანომვრა:            ლაზერული წესით პერფორირებული დანომვრა.

მე-2 დონე

ქაღალდი: მკრთალი ულტრაიისფერი.

შესაკერი ძაფი:     მანათობელი ელემენტები.

ბეჭდვა:      ულტრაიისფერი ელემენტები.

მელანი:     ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის მატარებელი მელანი.

დანომვრა:            პასპორტის უხილავი ნომერი.“.

2. №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                                                                                           ნ. გვარამია