,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 12/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.10.003.000.865
  • Word
224
10/10/2007
სსმ, 142, 12/10/2007
190.020.000.10.003.000.865
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტების შემოსუ­ლობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №29,  მუხ. 275) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი:

„თავი X

არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემო­სულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის საგა­დასახადო შემოსავალში გადატანა

    მუხლი 20.

1. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის საგადასახადო შე­მო­სავალში გადატანა ხორციელდება ხაზინის ერთიანი ან­გარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერი­ლობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლო­ბელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, არასაგა­დასახადო შემოსავლების და სხვა შემოსულობის სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სა­სამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დას­ტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით), არასაგადასახადო შემოსავ­ლის ზედმეტად ან შეცდომით ჩა­რიცხვის შესახებ“ ვისი გაწეული მომსახურების სანაცვ­ლოდაც იქნა გადახდილი არასაგადასახადო შემოსავალი.

4. არასაგადასახადო შემოსავლის ან სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის საგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბა­მისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარ­დგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით საქართვე­ლოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგა­დასახადო შემოსავლის საგადასახადო შემოსავალში გადა­ტანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრუ­ლებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელ­მწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შე­მ­თხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდე­ლის მიერ არასაგადასახადო ან სხვა შემოსულობის სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითი­თებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმ­დინარე დღის შემოსავალს, რომლის არასაგადასახადო შემო­სავ­ლის გადატანაც წარმოებს საგადასახადო შემოსავალში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრუ­ლებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ზ. ნოღაიდელი