დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 28/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.026.012.069 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.012.069
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №431
2008 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამაცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებუ-ლებაში (სსმ III, 24.11.2005, №136, მუხ. 1515) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ასრულებს ,,ცენტრის“ წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და თანამშრომლებს შორის;“.
მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.
მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები