,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 12/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 18/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.863
  • Word
222
10/10/2007
სსმ, 142, 12/10/2007
010.240.030.10.003.000.863
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმა­ტიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული დებუ­ლების (სსმ III, 2006 წ., №117, მუხ.1581) მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

გ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) გენერალური ინსპექცია.“.

2. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნ­ქციებია:

ა) საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელ­შეწყობა, ენერგეტიკული დარგების მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ დარ­გში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;

გ) დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონი­ტორინგი;

დ) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულე­ბათა შესაბამისად ენერგეტიკის დარგში საბიუჯეტო პროცე­სების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის დარგის ერთიანი ბიუჯეტის პროექ­ტის შემუშავება და ანალიზი;

ე) ენერგეტიკის დარგში მიზნობრივი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;

ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და მათი ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) ენერგეტიკის დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;

ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირე­ბისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაო­თა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთ­ვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესა­ბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;

კ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითა­რების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინ­ფორ­მაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;

ლ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმა­ტიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;

მ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;

ნ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენის უზრუნველყოფა;

ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელ­მწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;

ჟ) საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდ­ვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;

რ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.

3. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების შემუ­შავება;

ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტური­ზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;

გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზი­დენ­ტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთო­ბის კოორდინაცია;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრუ­ლე­ბათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერ­ტიზა;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარ­მომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არ­ბიტ­რაჟში;

ვ) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;

ზ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნა-კების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;

თ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზ­ნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

ი) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის; სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმა­ციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ლ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგა­ნიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარ­­მოებისა და დავალების სათანადოდ შესრულების კონ­ტროლი;

მ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი