დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 194 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 23/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.140.010.22.027.012.055 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.027.012.055
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №194
2008 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №155, მუხ. 2151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“-“გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ინგა ქომეთიანი – სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კოტე თელია – სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს მრჩეველი – კომისიის წევრი;“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული დადგენილებით კომისია ამტკიცებს შესაბამის საკითხზე სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დასკვნას ან უარს ამბობს მის დამტკიცებაზე. დეპარტამენტის დასკვნა, დამტკიცების მიუხედავად, დაერთვის შესაბამის საქმეს.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები