დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 23/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.290.000.22.027.012.052 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/07/2008 - 18/06/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.22.027.012.052
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №191
2008 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის „უ.გ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების თანდართული წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №2).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
დანართი №1
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესს.
მუხლი 2
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო.
მუხლი 3
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №2) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სახელწოდება;
ბ) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი);
გ) ხელმძღვანელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები);
დ) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
ე) რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი;
ვ) შენიშვნა.
მუხლი 4
1. რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც ის შედის სახელმწიფო რეესტრში. სარეგისტრაციო ნომერი მიეთითება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სარეგისტრაციო მოწმობაში. სარეგისტრაციო ნომერი განისაზღვრება რიგითობის მიხედვით.
2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) თაობაზე მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრიდან.
დანართი №2
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების)
სახელმწიფო რეესტრის ფორმა
| № | მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სახელწოდება
| იურიდიული მისამართი (ადგილ-სამყოფელი)
| ხელმძღვანელი და წარმომადგენ -ლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)
| რეგისტრაციის ნომერი და თარიღი | რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი | შენიშვნა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები