დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 12/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.160.000.10.003.000.862 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/10/2007 - 17/10/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №221
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
1. მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. თბილისის მერიას, რომ გასცეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა.
2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილ სათათბირო ორგანოს.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები