დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-116 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 22/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.030.000.22.032.012.047 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.030.000.22.032.012.047
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-116
2008 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში (სსმ III, №109, 16.09.2005 წ., მუხლი 1206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ერთიანი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატები არის ცხრა სახის და გაიცემა:
ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (ფუტკრის ხელოვნურად შექმნილი ახალი ოჯახი) (დანართი 4);
ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი 5);
გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი 6);
დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი7);
ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი 8);
ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი 9);
ზ) საქართველოდან თურქეთში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალი ან გაყინული ტყავისათვის და ტყავნედლეულისათვის (დანართი 10);
თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი 11);
ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი 12).“
ბ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №10 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი



უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები