,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/103 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/103 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3/162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 23/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 04/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.012.044
  • Word
3/162
15/07/2008
სსმ, 104, 23/07/2008
040.030.000.22.028.012.044
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/103 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.012.044

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/162

2008 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული     პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის        17 მარტის №3/103 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/103 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34 მუხ. 338.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:“;

გ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანდართული დებულება.“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება.“;

ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედით საქმიანობას.“;

ვ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 4.

1. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.

2. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, ,,სახელმწიფო თეატრების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

4. თეატრის მმართველი:

ა) წარმართავს თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;

ბ) მინდობილობის გარეშე წამოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, წყვეტს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე;

გ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს დასის წევრებთან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით;

დ) ამტკიცებს თეატრის წლიურ ბიუჯეტს. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს თეატრის წლიურ ბალანსს;

ე) შეუძლია შექმნას და უხელმძღვანელოს სათათბირო ორგანოს (სამხატვრო საბჭო და სხვა).

5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი.

6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

7. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;

ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს თეატრის დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე;

გ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სათათბირო ორგანოს – სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ორგანოს.

8. თეატრს შეიძლება ჰყავდეს მთავარი რეჟისორი იმ შემთხვავაში, თუ თეატრის მმართველი ან სამხატვრო ხელმძღვანელი შესაბამისად არ არის რეჟისორი.

9. მთავარ რეჟისორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს და მასთან შრომით ხელშეკრულებას დებს თეატრის მმართველი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

10. იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, მისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ვაჩეიშვილი