,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 16/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.043
  • Word
399
16/07/2008
სსმ, 101, 16/07/2008
120.010.000.22.026.012.043
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.043

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №399

2008 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №87, მუხ. 995) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8.  დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომლებსაც, დეპარტამენტის უფროსის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.“;

ბ)    მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფუნქციების გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“;

გ)    მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10.            დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი