დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 606 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.22.033.012.038 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.22.033.012.038
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №606
2008 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №30, მუხლი 251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული №12 დანართის „საშუალო სამედიცინო პერსონალის მომსახურების” (70724) მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიების და რენტგენის ცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თერაპიული დანიშნულების მოწყობილობების დაქირავების და ბალნეოლოგიური მკურნალობის ხარჯებს. აგრეთვე, აკუპუნქტურის, პედიკიურის და ტრადიციული მედიცინის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მომსახურების ხარჯებს.”.
2. ბრძანებით დამტკიცებული №12 დანართის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების” (7074) მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული სხვა მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა: სპეციალური ბრიგადების მიერ სამუშაო ადგილებზე, სკოლებში ან სხვა არასამედიცინო დაწესებულებებში გაწეული მომსახურება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ უკანასკნელში არ შედის უშუალოდ საავადმყოფოთა დაქვემდებარებაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების პერსონალის ხარჯები.”.
3. ბრძანებით დამტკიცებული №15 დანართის „სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების (3218, 3228, 3318, 3328) მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სხვა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები (3218, 3228, 3318, 3328)
სხვა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები შედგება სავაჭრო კრედიტებისგან, აგრეთვე, ყველა სხვა სახის კრედიტორული დავალიანებებისგან (მათ შორის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისგან), რომლებიც არ კლასიფიცირდება სხვა დანარჩენ მუხლებში.
სავაჭრო კრედიტები გამოყოფილია უშუალოდ საქონლისა და მომსახურების მყიდველებისათვის. ასეთი კრედიტები წარმოადგენენ გადახდის მიღების ჩვეულებრივი გადავადების შედეგს, ასევე გამყიდველებისათვის კრედიტის განზრახ გამოყოფას გაყიდვების დასაფინანსებლად. სავაჭრო კრედიტები არ მოიცავს კრედიტებსა და სესხებს, ფასიან ქაღალდებს, გარდა აქციებისა ან სხვა ვალდებულებებს, რომლებიც გამოშვებულია ვაჭრობის დასაფინანსებლად. თუ სახელმწიფო ერთეული უშვებს ჩვეულებრივ თამასუქს ან სხვა ფასიან ქაღალდს, რამდენიმე სავაჭრო კრედიტზე გადახდის კონსოლიდირებისათვის, მაშინ ასეთი თამასუქი ან ფასიანი ქაღალდი მიეკუთვნება „ფასიან ქაღალდებს, გარდა აქციებისა” (3313, 6313)”.
4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №13 და დანართი №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №13
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია წარმოადგენს საქართველოს ყველა დონის ბიუჯეტების ხარჯების ფინანსური ოპერაციების დაჯგუფებას ეკონომიკური შინაარსის მიხედვით.
ცხრილში მოცემულია ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლები:
ხარჯები | 2 |
| შრომის ანაზღაურება | 21 |
| ხელფასები | 211 |
| ხელფასები ფულადი ფორმით | 2111 |
| თანამდებობრივი სარგო | 21111 |
| წოდებრივი სარგო | 21112 |
| პრემია | 21113 |
| დანამატი | 21114 |
| ჰონორარი | 21115 |
| კომპენსაცია | 21116 |
| ხელფასები სასაქონლო ფორმით | 2112 |
| სოციალური შენატანები | 212 |
| ფაქტობრივად განხორციელებული სოციალური შენატანები | 2121 |
| პირობითად განხორციელებული სოციალური შენატანები | 2122 |
| საქონელი და მომსახურება | 22 |
| შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება | 221 |
| მივლინებები | 222 |
| ოფისის ხარჯები | 223 |
| წარმომადგენლობითი ხარჯები | 224 |
| კვების ხარჯები | 225 |
| სამედიცინო ხარჯები | 226 |
| რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები | 227 |
| ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები | 228 |
| სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები | 229 |
| სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება | 2210 |
| ძირითადი კაპიტალის მოხმარება* | 23 |
| პროცენტი | 24 |
| საგარეო ვალდებულებებზე | 241 |
| ორმხრივ კრედიტორებზე | 2411 |
| მრავალმხრივ კრედიტორებზე | 2412 |
| კომერციულ ორგანიზაციებზე | 2413 |
| სხვა საგარეო ვალდებულებებზე | 2414 |
| საშინაო ვალდებულებებზე გარდა სახელმწიფო ერთეულებისა | 242 |
| სახელმწიფო ერთეულებიდან აღებულ საშინაო ვალდებულებებზე | 243 |
| სუბსიდიები | 25 |
| გრანტები | 26 |
| გრანტები უცხო სახელმწიფოთა მთავრობებს | 261 |
| მიმდინარე | 2611 |
| კაპიტალური | 2612 |
| გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებს | 262 |
| მიმდინარე | 2621 |
| კაპიტალური | 2622 |
| გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს | 263 |
| მიმდინარე | 2631 |
| კაპიტალური | 2632 |
| სოციალური უზრუნველყოფა | 27 |
| სოციალური დაზღვევა | 271 |
| ფულადი ფორმით | 2711 |
| სასაქონლო ფორმით | 2712 |
| სოციალური დახმარება | 272 |
| ფულადი ფორმით | 2721 |
| სასაქონლო ფორმით | 2722 |
| დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება | 273 |
| ფულადი ფორმით | 2731 |
| სასაქონლო ფორმით | 2732 |
| სხვა ხარჯები | 28 |
| ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა პროცენტისა | 281 |
| დივიდენდები | 2811 |
| კვაზი-კორპორაციების შემოსავლიდან ამოღებული თანხები | 2812 |
| ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც სადაზღვევო პოლისის მფლობელებზე ვრცელდება | 2813 |
| რენტა | 2814 |
| სხვადასხვა ხარჯები | 282 |
| მიმდინარე | 2821 |
| კაპიტალური | 2822 |
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია
მეთოდური განმარტებები
ხ ა რ ჯ ე ბ ი (2)
წინამდებარე კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯები იყოფა 8 ძირითად ჯგუფად, კერძოდ: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, ძირითადი კაპიტალის მოხმარება, პროცენტი, სუბსიდიები, გრანტები, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა ხარჯები.
შენიშვნა: საკუთარი სახსრებით კაპიტალის ფორმირებასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯი განიხილება არაფინანსური აქტივების შეძენად.
შრომის ანაზღაურება (21)
შრომის ანაზღაურება გულისხმობს დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემულ კომპენსაციებს. შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასებს (როგორც ფულადი, ისე სასაქონლო ფორმით) (211) და სოციალურ შენატანებს (212).
შრომის ანაზღაურება (21) არ ითვალისწინებს კონტრაქტორების, თვითდასაქმებული პირების თუ სხვა სახის მომუშავეთათვის გადახდილ თანხებს, რომლებიც სახელმწიფო ერთეულის საშტატო რიცხოვნობაში არ შედიან. ნებისმიერი ამგვარი გადახდა აისახება როგორც საქონელი და მომსახურება (22).
ხელფასები (211)
ხელფასები გულისხმობს შესრულებული სამუშაოს საზღაურს ფულადი ან სასაქონლო ფორმით, აგრეთვე კუთვნილი შვებულების საზღაურს.
ხელფასები ფულადი ფორმით (2111).
აღნიშნული კატეგორია მოიცავს ყველა სახის ფულად ანაზღაურებას.
თანამდებობრივი სარგო (21111)
აღნიშნულ კატეგორიაში ერთიანდება ნომინალური თვიური ხელფასის ოდენობა, რომელიც დადგენილია მუშაკისათვის მისი დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. აგრეთვე, კუთვნილი შვებულების საზღაური. სარგო წესდება საშტატო განრიგის და თანამდებობრივი კატეგორიის, შკალის შესაბამისად.
წოდებრივი სარგო (21112)
აღინიშნული კატეგორია მოიცავს მინიჭებული წოდებისათვის დადგენილ სარგოს.
პრემია (21113)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს ყველა სახის ფულად წახალისებას, გარდა სხვა ხარჯებში~ ასახული სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიებისა.
დანამატი (21114)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს.
ჰონორარი (21115)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს ფულად ანაზღაურებას, რომელსაც უხდიან ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების, მეცნიერული ნაშრომებისა და გამოგონებების ავტორებს ნაწარმოებების პუბლიკაციისა და გამოყენებისათვის და სხვა, გარდა სხვა ხარჯებში“ და სოციალურ უზრუნველყოფაში~ ასახული კომპენსაციებისა.
კომპენსაცია (21116)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს დაქირავებულისათვის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ყველა სახის ფულად კომპენსაციას, გარდა სოციალური უზრუნველყოფის“ (27) მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციებისა.
ხელფასები სასაქონლო ფორმით (2112).
აღნიშნული კატეგორია მოიცავს „ხელფასები ფულადი ფორმით“ (2111) კატეგორიაში წარმოდგენილ ყველა გასაცემელსა და საზღაურს სასაქონლო ფორმით.
სოციალური შენატანები (212)*
სოციალური შენატანები მოიცავს:
Ö ფაქტობრივად განხორციელებულ სოციალურ შენატანებს (2121);
Öპირობითად განხორციელებულ სოციალურ შენატანებს (2122).
შენიშვნა: აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ სადაზღვევო სქემის არსებობისას
საქონელი და მომსახურება (22) *
* შენიშვნა: სხვა მატერიალური მარაგების შეძენაზე გაწეული საკასო ხარჯი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მატერიალური მარაგების შეძენა ეკონომიკური კლასიფიკაციით გათვალისწინებულ სხვა ხარჯვით კატეგორიებში აღირიცხება) საქონლისა და მომსახურების შესყიდვად განიხილება და აღრიცხვაში არაფინანსურ აქტივებში აისახება. სხვა მატერიალური მარაგების ფაქტობრივად გამოყენების შემთხვევაში ისინი ფაქტობრივ ხარჯებში ჩამოიწერება, რაც თავის მხრივ საქონლისა და მომსახურების გამოყენებად განიხილება.
შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება (221)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს ხელშეკრულებით დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთათვის ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემულ კომპენსაციას.
მივლინებები (222)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმის და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯებს;
2. მივლინების დროს წარმომადგენლობით ხარჯებს;
3. მივლინებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯებს;
4. ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ვიზის) გაფორმებასთან, აგრეთვე მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
ოფისის ხარჯები (223)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. საკანცელარიო საქონლის, საწერ-სახაზავი ქაღალდისა და ანალოგიური მასალების, საბუღალტრო ბლანკებისა და საკანცელარიო წიგნების, ოფისისათვის ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების, ბიულეტენების და სხვათა შეძენის და ამავე მიზნებთან დაკავშირებულ საგამომცემლო-სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის) ხარჯებს;
2. საოფისე ტექნიკის, ინვენტარის (სამზარეულო ინვენტარის ჩათვლით) და მოწყობილობების შეძენისა და მათი დამონტაჟების ხარჯებს. აღნიშნული მოიცავს დანახარჯებს მცირეფასიან და ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე, რომელთაც გააჩნიათ რეგულარული გამოყენების ხასიათი და მათი მოცულობა მანქანა-დანადგარების შეძენისას გაწეულ ხარჯებთან შედარებით მცირეა;
3. ოფისისათვის სანიტარიული საგნების და საჭირო მასალების შეძენის ხარჯებს, აგრეთვე, რეცხვისა და ქიმწმენდის ხარჯებს;
4. შენობა-ნაგებობების და მოწყობილობების მიმდინარე რემონტის ხარჯებს; კერძოდ, ძირითადი აქტივების სამუშაო მდგომარეობაში შენახვისა და დაზიანების შემთხვევაში შეკეთების მიზნით გაწეულ ხარჯებს, რომელიც არ ზრდის მათ ღირებულებას. მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა წარმოადგენენ ისეთ ღონისძიებებს, რომელთა პერიოდული განხორციელებაც ევალებათ აქტივების მფლობელებს ან მომხმარებლებს, რათა შესაძლებელი იყოს ამ აქტივების გამოყენება მათთვის განსაზღვრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და ისინი არ ცვლიან აქტივების საექსპლუატაციო თვისებებს, უბრალოდ ინახავენ მუშა მდგომარეობაში ან დაზიანების შემთხვევაში აღადგენენ მათ საწყის მდგომარეობას;
5. კავშირგაბმულობის ხარჯებს: შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო და მობილური ტელეფონით, სპეციალური კავშირებით და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით სარგებლობისათვის, ყოველგვარი საფოსტო, მათ შორის, ამანათების, დეპეშების, რადიოგრამების, ფულადი და სხვა სახის გზავნილების ხარჯები, აგრეთვე ხარჯები რადიოთი, ფაქსით და ინტერნეტით, აგრეთვე, კავშირგაბმულობის არხების სარგებლობისათვის;
6. ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის, ბუნებრივი და თხევადი აირის ხარჯებს; აგრეთვე, აღნიშნულთან დაკავშირებით გაყვანილობებისა და დანადგარების შენახვისა და მათი მიმდინარე შეკეთების ხარჯებს; კანალიზაციისა და ასინილიზაციის, გათბობის მიზნით საწვავისა და სხვა ნედლეულის შეძენის ხარჯებს;
7. შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავების ხარჯებს, თუ აღნიშული დაკავშირებული არ არის შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან;
8. სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული ბინით სარგებლობის კომუნალურ ხარჯებს.
წარმომადგენლობითი ხარჯები (224)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, ოფიციალური სადილები და ა.შ.), მათ შორის პროტოკოლით გათვალისწინებულ ხარჯებს;
2. საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
3. სუვენირების შეძენის ხარჯებს;
4. მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს;
ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების („ვიპ“ დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;
გ) სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის ხარჯებს;
დ) სასტუმროში მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა) ხარჯებს;
5. მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს ხარჯებს.
შენიშვნა: წარმომადგენლობით ხარჯებში იგულისხმება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე, იმავე ღონისძიებების ფარგლებში უცხოელ სტუმრებზე გაწეული ხარჯებიც.
კვების ხარჯები (225)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. ბაგა-ბაღებში, საბავშო სახლებში, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
2. სამხედრო მოსამსახურეთა და პოლიციელთა კვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (კვების კომპენსაციის გარდა);
3. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და სამედიცინო დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
4. შრომის მავნე პირობებში სამუშაოებისათვის, მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში მომუშავეთა სპეციალურ კვებასთან დაკავშირებლ ხარჯებს;
5. სისხლის დონორების კვების ხარჯებს;
6. სპორტული შეკრებებისა და შეჯიბრებების მონაწილეთა კვების ხარჯებს;
7. სამსახურებრივი ძაღლების, ცხენებისა და საცდელი ცხოველების კვების ხარჯებს.
სამედიცინო ხარჯები (226)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. მედიკამენტების, აგრეთვე სამედიცინო დანიშნულების სამკურნალო მინერალური წყლების, ვიტამინების, ვაქცინების, შრატების, ჟანგბადის, სამედიცინო სადეზინფექციო საშუალებების და ანალოგიური სახის საქონლის შეძენის ხარჯებს;
2. ლაბორატორია/კაბინეტებისათვის სამედიცინო დანიშნულების მასალების შეძენის ხარჯებს;
3. სისხლისა და პლაზმის შეძენის ხარჯებს;
4. სამედიცინო ინსტრუმენტების (მათ შორის, ოპტიკური საშუალებების) შეძენის ხარჯებს;
5. სამედიცინო დეზინფექცია-დერატიზაციის ხარჯებს;
6. საერთო ხასიათის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (შემოწმება ან/და მკურნალობა), რაც უკავშირდება დაქირავებულის სამუშაოს.
რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები (227)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თეთრეულის შეძენის და შენახვის ხარჯებს;
2. პირად ჰიგიენასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
3. სამხედრო და სხვა მოსამსახურეთა უნიფიცირებული ფორმის, სპორტული უნიფორმის და შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობების შეძენის და შენახვის ხარჯებს;
4. ლეიბის, საბნის, ბალიშის, ლოგინის თეთრეულის, ხალიჩების, ფარდაგის, გზამკვლევი საფენის, ფარდების და სხვა ანალოგიური საქონლის შეძენის, შეკერვის და გადაკეთების ხარჯებს.
ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (228)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის, მათი საწვავ-საპოხი მასალების შეძენის, მიმდინარე რემონტის, სათადარიგო ნაწილების, მცირეფასიანი ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შეძენის ხარჯებს.
2. ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვის და გადაყვანის) ხარჯებს.
სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები (229)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს სამხედრო უწყებების მიერ იარაღის (მაგალითად, რაკეტები, ჭურვები და სხვა) და ამ იარაღის ამოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის (მაგ.: რაკეტის გასაშვები საშუალება, საბრძოლო გემები, წყალქვეშა ნავები, ტანკები, თვითმფრინავები და სხვა), მცირეფასიანი აქსესუარების, შეიარაღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯებს. ამასთან, პოლიციისა და შინაგანი უსაფრთხოების სამსახურების მიერ მსგავსი სახის აღჭურვილობების (გარდა, ტყვია-წამლისა და მცირეფასიანი აქსესუარებისა) შესაძენად გაწეული ხარჯები აღირიცხება, როგორც ძირითადი აქტივების შეძენა. სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები აგრეთვე მოიცავს ზემოაღნიშნული ტექნიკური საშუალებების კაპიტალური შეკეთების ხარჯებს.
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება (2210) *
შენიშვნა: აღნიშნული მუხლი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რომელიც არ არის კლასიფიცირებული საქონლისა და მომსახურების სხვა მუხლებში
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
1. აქტივების გასვლის შემთხვევაში საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს (შემფასებელთა, აუქციონერთა და დილერების მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს და სხვა);
2. აღლუმებთან, სასწავლო და სამხედრო წვრთნებთან და მანევრებთან დაკავშირებულ ხარჯებს;
3. ბანკის მომსახურების ხარჯებს;
4. გამოფენების მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
5. ეროვნული ვალუტის მონეტისა და ბანკნოტების დამზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ამასთან, მონეტების და ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება არის ფინანსური ოპერაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული არც შემოსავლებთან და არც ხარჯებთან;
6. დიპლომატიური დაწესებულებების შენახვისა და ატაშატის ხარჯებს;
7. ექსტრადაციისა და ბადრაგირების ხარჯებს;
8. ექსპერტიზის, მათ შორის, შემოწმებისა და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შეძენილი საქონლის ხარჯებს;
8. კვლევების, განვითარების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გაწულ ხარჯებს;
10. მისაღები გამოცდების საორგანიზაციო ხარჯებს;
11. კადრების მომზადებასთან, გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
12. ორდენების, სიგელების, სუვენირების (გარდა წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით გათვალისწინებული სუვენირების ხარჯებისა), მედლების და სხვა ფასიანი საჩუქრების შეძენასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
13. რეკლამის ხარჯებს;
14. საგასტროლო ხარჯებს;
15. საველე პირობებში შესრულებული სამუშაოების ხარჯებს;
16. სამგზავრო ბილეთების შესყიდვის ხარჯებს;
17. სამეცნიერო ხარჯებს, მათ შორის: საცდელი მაკეტებისა და ლაბორატორიული სტანდარტების, რეაქტივების, ქიმიკატების, ქაღალდების, ჭურჭლის, მედიკამენტების და სამეცნიერო მიზნით სხვა საქონლის შეძენას; აგრეთვე, სამეცნიერო შრომების და გრიფირებული სახელმძღვანელოების გამოცემის, რუქების, სქემების, დიაგრამების, ესკიზების, მაკეტების და სხვა მცირეფასიანი სამეცნიერო ხასიათის საგნების შეძენის ხარჯებს;
18. სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ცხოველების შეძენისა და შენახვის ხარჯებს (გარდა, მათი კვებისა);
19. სასწავლო და საწარმოო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
20. სასწავლო მიზნით საჭირო ნივთების და მასალების, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო პროგრამების მასალების, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო პროგრამების საგამოცდო და სასტამბო, ბლანკების, მოწმობების, დიპლომების, სასკოლო ჟურნალების, სტუდენტთა ბილეთების, ჩათვლის წიგნაკების და სხვა სასწავლო დოკუმენტების შეძენის ხარჯებს.
21. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯებს, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საბიუჯეტო კლასიფიკაციის სხვა მუხლების ფარგლებში გაწეული გადასახდელებისა;
22. სახელშეკრულებო წესით შესრულებული სამუშაოების ხარჯებს, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული საქონლისა და მომსახურების სხვა მუხლებში;
23. სესიების, კონფერენციების, ყრილობების, სემინარების ორგანიზაციისა და ექსპედიციების ხარჯებს;
24. სტანდარტიზაციასთან და სერტიფიკაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
25. საკონსულტაციო, აუდიტორულ და საარქივო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
26. ტენდერის ხარჯებს;
27. ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
28. შენობა-ნაგებობების დაცვისა და სახანძრო დაცვის მომსახურების ხარჯებს;
29. შენობის პასპორტიზაციასთან და ძირითადი საშუალებების ტექნიკურ ინვენტარიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
30. ძეგლებისა და მემორიალების მოვლა-შენახვის ხარჯებს. აგრეთვე, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ხარჯებს;
31. წარმოებული აქტივების (ძირითადი აქტივების და ფასეულობების) იჯარასა და ქირასთან დაკავშირებულ ხარჯებს*. ამასთან, არამატერიალური და არაწარმოებადი აქტივების იჯარასთან დაკავშირებული ხარჯები კლასიფიცირდება, როგორც რენტა და აღირიცხება „ქონებასთან დაკავშირებული ხარჯების, გარდა პროცენტისა“ (281) კატეგორიაში;
32. საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ სხვა დანარჩენ ხარჯებს, რომლებიც არ კლასიფიცირდება „საქონლისა და მომსახურების“ (22) დანარჩენ მუხლებში.
* შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული ბინით სარგებლობისათვის გადასახდელი კომუნალური ხარჯების და ბინის დაქირავების ხარჯების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, მაშინ ხარჯი მთლიანად მიიმართება იმ ხარჯვით კატეგორიაში, რომლის წილიც მეტია.
ძირითადი კაპიტალის მოხმარება (23) *
ძირითადი კაპიტალის მოხმარება წარმოადგენს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ფიზიკური ცვეთის, მორალური ცვეთისა და ჩვეულებრივი შემთხვევითი დაზიანების შედეგად, სახელმწიფო ერთეულის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირებას. მისი ღირებულებითი შეფასება ხორციელდება მოცემული პერიოდის საშუალო ფასებით. ძირითადი კაპიტალის მოხმარება პერსპექტიულ მაჩვენებელს წარმოადგენს და იგი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სახელმწიფოს ფინანსურ ჩანაწერებში ასახული ცვეთის (ამორტიზაციის) სიდიდისაგან, რომელიც ჩვეულებრივ ძირითადი აქტივების საწყისი ღირებულების გამოყენებით დაანგარიშდება.
* შენიშვნა: აღნიშნული მუხლი მოქმედებს მხოლოდ დარიცხვის მეთოდის დროს
პროცენტი (24)
პროცენტი წარმოადგენს გადასახდელს, რომელიც გამომდინარეობს ფინანსური მოთხოვნების გარკვეული სახეებიდან, კერძოდ, დეპოზიტებიდან, ფასიანი ქაღალდებიდან (გარდა აქციებისა), სესხებიდან და კრედიტორული დავალიანებიდან. სასესხო ვალდებულებები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ერთი ერთეული (დებიტორი) სესხს იღებს მეორე ერთეულისაგან (კრედიტორისაგან). პროცენტი წარმოადგენს გადასახდელს, რომელსაც უხდის დებიტორი კრედიტორს, კრედიტორის მიერ უზრუნველყოფილი ეკონომიკური ღირებულების გამოყენებისათვის.
თუ სახელმწიფო ერთეული მოქმედებს როგორც გარანტორი (შემდგომში _ გარანტორი) სხვა ერთეულების სესხებსა და სხვა საპროცენტო ვალდებულებებზე და იგი ახორციელებს საპროცენტო გადახდებს, აღნიშნული გადახდები არ უნდა კლასიფიცირდეს როგორც პროცენტები, გარანტორის მიერ ვალდებულების აღიარებამდე. თუ გარანტორი არ აღიარებს ვალდებულებას, შესაძლებელია ორი სახის ოპერაცია:
თუ გარანტორი არ მიიღებს მეორე მხარის (სესხის მიმღების) ფინანსურ ვალდებულებას, ან მოსალოდნელია, რომ ეს ვალდებულება მეორე მხარის მიერ შემდგომში რეალურად არ იქნება დაფარული, ეს ოპერაცია უნდა აისახოს:
a„სუბსიდიების“ (25) მუხლში, თუკი მეორე მხარე საწარმო ან ორგანიზაციაა;
a„გრანტების“ (26) მუხლში, თუკი მეორე მხარე სხვა დონის სახელმწიფო ერთეულია;
aსხვა ხარჯების~ (28) მუხლში, თუკი მეორე მხარე საოჯახო მეურნეობაა, ან ასეთი მეურნეობის მომსახურე არამომგებიანი ორგანიზაცია.
Ö თუ გარანტორი მიიღებს მეორე მხარის (სესხის მიმღების) ფინანსურ ვალდებულებას და იგი მეორე მხარის მიერ შემდგომში რეალურად იქნება დაფარული, აღნიშნული ოპერაცია აღირიცხება ფინანსური აქტივების (32) მუხლში.
Ö პროცენტების მუხლი თავის მხრივ მოიცავს პროცენტებს:
aსაგარეო ვალდებულებებზე (241);
aორმხრივ კრედიტორებზე (2411);
a მრავალმხრივ კრედიტორებზე (2412);
aკომერციულ ორგანიზაციებზე (2413);
aსხვა საგარეო ვალდებულებებზე (2414);
aსაშინაო ვალდებულებებზე, გარდა სახელმწიფო ერთეულებისა (242);
aსახელმწიფო ერთეულებიდან აღებულ საშინაო ვალდებულებებზე (243).
სუბსიდიები (25)
სუბსიდიები წარმოადგენს საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სახელმწიფო ერთეულის მიერ მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ ტრანსფერს. ამ მუხლში არ აღირიცხება იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადასაცემი თანხები, რომელიც შემდგომ გამოიყენება მოსწავლეთა ვაუჩერული სისტემის დასაფინანსებლად, სტუდენტთა გრანტებისა და სტიპენდიების გასაცემად.
ამ მუხლით აღირიცხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა სახელმწიფო არაფინანსურ საწარმოებზე მიმდინარე და საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად გადაცემული თანხები. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მიმდინარე და საოპერაციო მიზნებისათვის გადასაცემი სახსრები ეკონომიკური შინაარსის მიხედვით შესაძლებელია გადანაწილდეს შესაბამის მუხლებში. საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემული კაპიტალური ტრანსფერი, რომელიც ზრდის აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის აქტივებს, აღირიცხება არაფინანსურ აქტივებში, ხოლო თუ კაპიტალური ტრანსფერი არ ზრდის მის აქტივებს, მაშინ სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯებში (2822). საწარმოებზე გადაცემული კაპიტალური ტრანსფერი აღირიცხება სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების (2822) მუხლში. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გასაცემი სახსრები აგრეთვე აღირიცხება სუბსიდიის მუხლში, გარდა „სხვა ხარჯებში“, „არაფინანსურ აქტივებსა“ და „ფინანსურ ატივებსა და ვალდებულებებში“ ასახული სახსრებისა.
სუბსიდია შეიძლება გაიცეს გაწეული ხარჯების კომპენსაციისათვის, წარმოების დონესა და პროდუქციის სარეალიზაციო ფასზე ზემოქმედებისათვის. ამასთან, სუბსიდია ასევე ითვალისწინებს საწარმოების სახელით განხორციელებულ საპროცენტო გადახდებს. საწარმოებისათვის სესხად გაცემული სახსრები აღირიცხება როგორც ფინანსური აქტივები და არა როგორც სუბსიდია.
სუბსიდიების გადახდა ხდება მხოლოდ მწარმოებლებისათვის და არა საბოლოო მომხმარებლებისათვის. სუბსიდიები წარმოადგენს მხოლოდ მიმდინარე და არა კაპიტალურ ტრანსფერებს. სახელმწიფო ერთეულების მიერ საოჯახო მეურნეობებისათვის ან მათი მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციებისათვის გაწეული ტრანსფერები, მათი დანიშნულების მიხედვით კლასიფიცირდება როგორც „სოციალური უზრუნველყოფა“ (27) ან „სხვადასხვა ხარჯები“ (282). სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებისათვის გადაცემული ტრანსფერების უმრავლესობა კლასიფიცირდება როგორც გრანტი (26). საწარმოების კაპიტალის ფორმირებისათვის, არაფინანსურ აქტივებზე მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის, ორი ან მეტი წლის განმავლობაში დაგროვებული საოპერაციო დეფიციტის ასანაზღაურებლად განხორციელებული გადახდები კლასიფიცირდება როგორც სხვადასხვა ხარჯები (282).
გრანტები (26) *
შენიშვნა: ამ კლასიფიკაციის მიზნებისთვის გრანტის შინაარსი არ ემთხვევა გრანტების შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ განმარტებას და ამ კლასიფიკაციაში გამოყენებული ტერმინი „გრანტი“ გამოიყენება მხოლოდ ამ კლასიფიკაციის მიზნებისათვის.
გრანტები წარმოადგენს მიმდინარე ან კაპიტალური დანიშნულების ტრანსფერებს ერთი დონის სახელმწიფო ერთეულიდან სხვა დონის სახელმწიფო ერთეულზე, საერთაშორისო ორგანიზაციაზე ან სხვა ქვეყნის მთავრობაზე. გრანტი კლასიფიცირდება გრანტის მიმღები ერთეულის ტიპის მიხედვით. სხვა დონის სახელმწიფო ერთეულზე გადასაცემი გრანტების მუხლით აღირიცხება ტერიტორიული ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერი. ამასთან, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერი შეიძლება აღრიცხულ იქნეს როგორც მიმდინარე გრანტების, ასევე კაპიტალური გრანტების მუხლში, ხოლო გამოთანაბრებითი ტრანსფერი მხოლოდ მიმდინარე გრანტების მუხლში, თუმცა აღნიშნულიდან შესაძლებელია კაპიტალური დანიშნულების ხარჯების გაწევაც.
მიმდინარე დანიშნულებით გაცემულ გრანტებს განეკუთვნება ის გრანტები, რომლებიც გამოყოფილია მიმდინარე ხარჯების დასაფარად და არ არის დაკავშირებული გრანტის მიმღების მიერ აქტივის შეძენასთან. კაპიტალური დანიშნულებით გრანტების გაცემა ითვალისწინებს გრანტის მიმღების მიერ აქტივების შეძენას და შესაძლოა ფულადი სახსრების ტრანსფერსაც მოიცავდეს, რომელიც გრანტის მიმღებმა შეიძლება გამოიყენოს, ან მოეთხოვებოდეს, რომ გამოიყენოს აქტივისა თუ აქტივების შესაძენად, (მატერიალური მარაგების გარდა), აქტივის ტრანსფერს (მატერიალური მარაგებისა და ფულადი სახსრების გარდა), დებიტორსა და კრედიტორს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვალდებულების გაუქმებას, ან სხვა ერთეულის ვალის აღიარებას. თუკი გრანტის მახასიათებელთან მიმართებაში არსებობს გარკვეული ეჭვი, მაშინ იგი უნდა კლასიფიცირდეს როგორც მიმდინარე გრანტი.
გრანტების მუხლი მოიცავს:
Ö გრანტებს უცხო სახელმწიფოთა მთავრობებზე (261);
მიმდინარე (2611)
კაპიტალური (2612)
Ö გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებზე (262);
მიმდინარე (2621)
კაპიტალური (2622)
Ö გრანტებს სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებზე (263).
მიმდინარე (2631)
კაპიტალური (2632)
სოციალური უზრუნველყოფა (27)
სოციალური უზრუნველყოფა არის ტრანსფერი ფულადი ან სასაქონლო ფორმით, რომელიც ხორციელდება მთელი მოსახლეობის ან მისი გარკვეული ნაწილის სოციალური რისკებისგან დაცვის მიზნით.
სოციალური უზრუნველყოფის მუხლი თავის მხრივ მოიცავს:
Ö სოციალურ დაზღვევას (271);
ფულადი ფორმით (2711)
სასაქონლო ფორმით (2712)
Ö სოციალურ დახმარებას (272);
ფულადი ფორმით (2721)
სასაქონლო ფორმით (2722)
Ö დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება (273)
ფულადი ფორმით (2731)
სასაქონლო ფორმით (2732).
აღნიშნული კატეგორიები შესაძლებელია მოიცავდეს მსგავსი შინაარსის დახმარებებს (სოციალურ ტრანსფერებს). იმ შემთხვევაში, თუ სოციალური ტრანსფერის მიმღებს წარმოადგენს დასაქმებული, რომელიც თავისი შემოსავლიდან ახორციელებს შენატანებს (სოციალური გადასახადის სახით) და შესაბამისად, ავტომატურად ხდება სადაზღვევო სქემის მონაწილე, მაშინ აღნიშნული ტრანსფერი წარმოადგენს სოციალურ დაზღვევას. ხოლო ყველა ის სოციალური ტრანსფერი, რომელიც სადაზღვევო სქემაში მონაწილეობის გარეშე გაიცემა ბენეფიციარებზე, განიხილება როგორც სოციალური დახმარება.
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სოციალური ტრანსფერის კლასიფიცირება სოციალური უზრუნველყოფის რომელიმე კონკრეტული კატეგორიის მიხედვით, მაშინ აღნიშნული ტრანსფერი უნდა მიეკუთვნოს იმ კატეგორიას, რომლის წილიც მეტია გაწეულ ხარჯებში.
სოციალური დაზღვევა (271) *
სოციალური დაზღვევა მოიცავს სოციალური დახმარებების (272) კატეგორიაში გათვალისწინებულ იმ სოციალურ ტრანსფერებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სადაზღვევო სქემაში მონაწილეობით.
* შენიშვნა: აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ სადაზღვევო სქემის არსებობისას.
სოციალური დახმარება (272)
სოციალური დახმარება მოიცავს: სახელმწიფო პენსიებს, სახელმწიფო კომპენსაციებსა და სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიებს; ინვალიდთა პენსიებს, დახმარებას უმუშევრობის დროს; ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობებს; ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა კომპენსაციას; უმწეო მდგომარეობაში მყოფი საოჯახო მეურნეობების სოციალურ დახმარებებს; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარებებს; მონეტიზაციის პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებებს; დახმარებას ორსულობაზე, მშობიარობაზე და ბავშვის მოვლაზე, ასევე ახალშობილის შვილად აყვანაზე; ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს (გარდა სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე გაწეული და „საქონლისა და მომსახურების“ (22) მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო ხარჯებისა) და სხვა.
დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება (273)
დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარებები მოიცავს: სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაციებს; სრული ან ნაწილობრივი ოდენობის ხელფასს, რაც გადახდილი იყო მოსამსახურის ავადმყოფობისა და შემთხვევითი დაზიანების გამო სამსახურში არყოფნის დროს; აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში გასაცემ თანხებს; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური დახმარების ზევით გაცემულ სოციალურ დახმარებას (კომპენსაცია) და სხვა.
აგრეთვე, სოციალური დახმარებების (272) კატეგორიაში გათვალისწინებულ იმ სოციალურ ტრანსფერებს, რომლებიც შეიძლება გადახდილ იქნეს დამქირავებლის მიერ.
სხვა ხარჯები (28)
Ö სხვა ხარჯების მუხლი მოიცავს:
Ö ქონებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარდა პროცენტისა (281);
Ö სხვადასხვა ხარჯებს (282).
ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა პროცენტისა (281)
ქონებასთან დაკავშირებული ხარჯი წარმოადგენს სახელმწიფო ერთეულის მიერ არაწარმოებული აქტივის გამოყენებისათვის აქტივების მფლობელისათვის გადასახდელ თანხას.
ამასთან, აღნიშნული კატეგორია არ მოიცავს ქონებასთან დაკავშირებული ხარჯის ერთ-ერთ სახეობას _ პროცენტს. ვინაიდან იგი ცალკე მუხლად არის კლასიფიცირებული (იხ. პროცენტი (24)).
ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა პროცენტისა თავის მხრივ მოიცავს:
Ö დივიდენდებს (2811); *
Ö კვაზი-კორპორაციების შემოსავლიდან ამოღებულ თანხებს (2812); *
Ö ქონებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც სადაზღვევო პოლისის მფლობელებზე ვრცელდება (2813); *
Ö რენტას (2814).
დივიდენდები (2811) *
ვინაიდან საწარმოებისა და ორგანიზაციების საკუთარ კაპიტალში ჩასადებ სახსრებს იღებენ სახელმწიფო ერთეულებიდან და შესაძლოა სხვა ერთეულებიდანაც, ისინი შესაძლოა ამ ერთეულებს დივიდენდებს უხდიდნენ.
დივიდენდები მოიცავს საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ საკუთარ მფლობელებსა და აქციონერებზე გადანაწილებული მოგებების ყველა სახეობას, გარდა ფისკალური მონოპოლიების მოგების და ექსპორტზე და იმპორტზე მონოპოლიათა მოგების გადანაწილებისა.
* შენიშვნა: აღნიშნული შინაარსის ხარჯები ამ სისტემით არ არის გათვალისწინებული.
კვაზი-კორპორაციების შემოსავლიდან ამოღებული თანხები (2812) *
განსაზღვრებით კვაზი-კორპორაციებს არ შეუძლიათ შემოსავლის დივიდენდის სახით განაწილება, მაგრამ კვაზი-კორპორაციის მფლობელს აქვს არჩევანის უფლება მთლიანად ამოიღოს (გაიტანოს) შემოსავალი თუ ნაწილობრივ. კონცეპტუალურად, შემოსავლის ამგვარი ამოღება (გატანა) კორპორაციული შემოსავლების დივიდენდების სახით გადანაწილების ეკვივალენტურია და იგივე სახით განიხილება.
* შენიშვნა: აღნიშნული შინაარსის ხარჯები ამ სისტემით არ არის გათვალისწინებული.
ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც სადაზღვევო პოლისის მფლობელებზე ვრცელდება (2813). *
სახელმწიფო ერთეულები ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადაზღვევო სქემას ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ თუ ისინი ხელმძღვანელობენ და ცალკე ინახავენ რეზერვებს, ქონებასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელიც სადაზღვევო პოლისების მფლობელებზე ვრცელდება, საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად აღირიცხება. თუ სახელმწიფო ერთეულები ცალკე არ ინახავენ რეზერვებს, მაშინ ქონებასთან დაკავშირებული ხარჯი არ აღირიცხება.
* შენიშვნა: აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ სადაზღვეო სქემის არსებობისას.
რენტა (2814)
რენტა წარმოადგენს ხარჯს, რომელიც მიწის, წიაღისეული აქტივების და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივების იჯარით აღების დროს არის გაწეული.
მინერალებისა და საწვავის მოპოვებისათვის გაწეულ გადახდებს ხშირად განიხილავენ როგორც როიალტს (საავტორო ჰონორარს), მაგრამ რეალურად ისინი წარმოადგენენ რენტას. გაბურღვაზე უფლების მოსაპოვებლად, ან წიაღისეული აქტივების ადგილისა და არსებობის სხვა ფორმით გამოსაკვლევად განხორციელებული გადახდები ასევე აისახება როგორც რენტა, მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული აქტივების მოპოვებას შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი. რეალური ხარჯები ბურღვასა და სხვა სახის გეოლოგიურ გამოკვლევებზე განიხილება როგორც არაფინანსური აქტივის შეძენა.
სხვა სახის რენტა მოიცავს გადახდებს დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთებზე, ტყის გაკაფვის უფლების მოპოვებაზე, არაკონტროლირებადი საზღვაო სივრცეების გართობის ან კომერციული მიზნით გამოყენებაზე, მეთევზეობის ჩათვლით, ასევე წყლის საირიგაციო მიზნით გამოყენებაზე და სხვა ერთეულების კუთვნილი მიწის ნაკვეთების საძოვრებად გამოყენებაზე.
ერთი ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს ორივეს: რენტას და საქონელსა და მომსახურებას. ასეთ შემთხვევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ერთეული ერთი კონტრაქტის ფარგლებში იჯარით იღებს მიწას და ამ მიწაზე განლაგებულ შენობას, ხოლო კონტრაქტი განცალკევებით არ ახდენს მიწის რენტის იდენტიფიცირებას შენობის საიჯარო ქირიდან. თუ არ არსებობს მიწის რენტისა და შენობის საიჯარო ქირის პროპორციულად გადანაწილების ობიექტური საფუძველი, მთლიანი თანხა, აისახება როგორც საიჯარო ქირა, თუ შენობის ფასი უფრო მაღალია ვიდრე მიწის, და პირიქით.
სხვადასხვა ხარჯები (282)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს სხვადასხვა მიზნით განხორციელებული ტრანსფერების რამდენიმე სახეს და აგრეთვე იმ ხარჯვით ოპერაციებს, რომლებიც სხვაგან არსად არ არის კლასიფიცირებული. ამასთან, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაწეულ მიმდინარე ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
· მიმდინარე (2821);
·კაპიტალური (2822).
მიმდინარე (2821)
აღნიშნული მოიცავს:
· კანონმდებლობით დადგენილი ყველა სახის (გარდა საშემოსავლო და საქონლის ღირებულებაში აღრიცხული დამატებული ღირებულების გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებლისა) გადასახადები, საურავები, ჯარიმები, მოსაკრებლები, საკომისიოები და საქართველოს კანონმდებლობით გათავალისწინებული სხვა გადასახდელები;
· წმინდა საგადასახადო კრედიტი. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო კრედიტის თანხა სცილდება გადასახადის ოდენობას, რომელიც მისაღებია გადასახადის გადამხდელისგან და ზედმეტი თანხა უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, წმინდა გადახდა აისახება როგორც ხარჯი და არა როგორც უარყოფითი გადასახადი;
· სასამართლოებისა და სხვა კვაზი-სასამართლო (არბიტრაჟი და სხვა) ორგანოების გადაწყვეტილებებით დაკისრებული სააღსრულებო გადასახდელები, საურავები და საჯარიმო სანქციები, რომელთა წარმოქმნა, მათ დაფარვაზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა და დაფარვა ხორციელდება მიმდინარე პერიოდში (ერთი და იმავე საანგარიშო წელს). ყველა სხვა სახის დავალიანება/ვალდებულება აღირიცხება ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციში.
· სახელმწიფო ერთეულების მიზეზით ფიზიკური პირების ტრავმირებისა თუ ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში გადახდილი კომპენსაციები. ასეთი გადახდები შეიძლება იყოს სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან ნებაყოფილობითი სასამართლოს გარეთ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე;
· სხვადასხვა სახის მოვლენებისა და უბედური შემთხვევების დროს დასაფარი ხარჯების ასანაზღაურებლად გადასახდელი სადაზღვევო პრემიები, სადაზღვევო შენატანები, აგრეთვე შენობების, დანადგარებისა და სხვა დაზღვევის ხარჯები; ამგვარი გადახდები ყოველთვის განიხილება, როგორც მიმდინარე ტრანსფერები;
· მოსწავლეთა ვაუჩერები, სახელმწიფო სასწავლო გრანტები და სტიპენდიები, პრეზიდენტის ან სხვა სახელობის გრანტები და სტიპენდიები და სამეცნიერო გრანტები. აგრეთვე, ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ მოსწავლეთა/სტუდენტთა სწავლის საფასური;
· სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ან მიღებული ტრავმების კომპენსირების მიზნით განხორციელებული გადახდები;
· საბაზრო წესით მწარმოებლებიდან საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომელიც პირდაპირ საოჯახო მეურნეობებზე გადანაწილდება საბოლოო მოხმარებისათვის, გარდა სოციალური დახმარებებისა;
· სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ფულადი პრემიები;
· უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში მიმდინარე დანიშნულებით გასაცემი სახსრები იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
· სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები.
კაპიტალური (2822)
აღნიშნული მოიცავს:
· საოჯახო მეურნეობებზე ან მათი მომსახურე საბაზრო საწარმოებისათვის და არამომგებიანი დაწესებულებებისათვის გაცემული ფულადი ან სასაქონლო ფორმის კაპიტალურ ტრანსფერებს;
· საწარმოების მიერ კაპიტალის ფორმირების მიზნით სახელმწიფო ერთეულის მიერ განხორციელებულ გადახდებს;
· საწარმოებისა და ორგანიზაციების არაფინანსური აქტივების დაზიანების კომპენსაციას;
· ორი ან მეტი წლის განმავლობაში დაგროვებული საოპერაციო დეფიციტის დაფარვას;
· უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კაპიტალური მიზნით გასაცემ სახსრებს, რომლებიც გამოიყენება კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საოჯახო მეურნეობების არაფინანსური აქტივების შესაძენად;
· სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს.
დანართი №14
არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაცია
არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაცია წარმოადგენს არაფინანსური აქტივების შეძენისა და გასვლის ოპერაციების და არაფინანსური აქტივების დაჯგუფებას სახეების მიხედვით.
ცხრილში მოცემულია არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლები:
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | აქტივებზე ოპერაციების კოდები | აქტივების კოდები |
| არაფინანსური აქტივები | 31 | 61 |
| ძირითადი აქტივები | 311 | 611 |
| შენობა-ნაგებობები | 3111 | 6111 |
| საცხოვრებელი შენობები | 31111 | 61111 |
| არასაცხოვრებელი შენობები | 31112 | 61112 |
| სხვა ნაგებობები | 31113 | 61113 |
| მანქანა-დანადგარები და ინვენტარი | 3112 | 6112 |
| სატრანსპორტო საშუალებები | 31121 | 61121 |
| სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი | 31122 | 61122 |
| სხვა ძირითადი აქტივები | 3113 | 6113 |
| კულტივირებული აქტივები | 31131 | 61161 |
| არამატერიალური ძირითადი აქტივები | 31132 | 61132 |
| ლიცენზიები | 311321 | 611321 |
| სხვა არამატერიალური ძირითადი აქტივები | 311322 | 611322 |
| მატერიალური მარაგები | 312 | 612 |
| სტრატეგიული მარაგები | 3121 | 6121 |
| სხვა მატერიალური მარაგები | 3122 | 6122 |
| ნედლეული და მასალები | 31221 | 61221 |
| დაუმთავრებელი წარმოება | 31222 | 61222 |
| მზა პროდუქცია | 31223 | 61223 |
| შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენელი საქონელი | 31224 | 61224 |
| ფასეულობები | 313 | 613 |
| არაწარმოებული აქტივები | 314 | 614 |
| მიწა | 3141 | 6141 |
| წიაღისეული | 3142 | 6142 |
| სხვა ბუნებრივი აქტივები | 3143 | 6143 |
| რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია | 31431 | 61431 |
| სხვა დანარჩენი ბუნებრივი აქტივები | 31432 | 61432 |
| არაწარმოებული არამატერიალური აქტივები | 3144 | 6144 |
არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მეთოდური განმარტებები
არაფინანსური აქტივები (31)
კლასიფიკაციის პირველი დონისათვის წარმოდგენილია არაფინანსური აქტივების 4 კატეგორია:
I. ძირითადი აქტივები (311);
II. მატერიალური მარაგები (312);
III. ფასეულობები (313);
IV. არაწარმოებული აქტივები (314).
შენიშვნა: აქტივების შეძენა მოიცავს ამ აქტივების შეძენასთან დაკავშირებულ ყველა სახის ხარჯს, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები, შემფასებელთა, აუქციონერთა და დილერების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები, აქტივის შეძენასთან დაკავშირებული მონტაჟის და დემონტაჟის ხარჯები და სხვა. ხოლო აქტივების გასვლის შემთხვევაში საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები აღირიცხება „საქონლისა და მომსახურების“ მუხლში.
I. ძირითადი აქტივები (311)
ძირითადი აქტივები არის წარმოებული აქტივები, რომლებიც ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება წარმოების ან მომსახურების პროცესში და რომელთა ღირებულებაც შეადგენს 500 ლარს და მეტს. ისეთი საგნები რომლებსაც ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი გააჩნიათ, მაგრამ განკუთვნილი არ არიან მრავალჯერადი გამოყენებისათვის, არ შეიძლება კლასიფიცირდებოდეს როგორც ძირითადი აქტივები (მაგალითად საწვავად გამოყენებადი ნახშირი).
არსებული აქტივების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ზრდის მათ საწარმოო სიმძლავრეს, ახანგრძლივებს სასიცოცხლო ციკლს ან ორივეს ერთად, წარმოადგენს კაპიტალურ შეკეთებას და აღირიცხება როგორც ძირითადი აქტივების შეძენა. კაპიტალურ შეკეთებაში იგულისხმება აქტივის განახლება, რეკონსტრუქცია და გაფართოება, რომელიც წარმოადგენს გაანალიზებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას და იგი ზრდის აქტივის საექსპლუატაციო თვისებებს, სიმძლავრეს ან ახანგრძლივებს აქტივის წინასწარ განსაზღვრულ სასარგებლო მომსახურების პერიოდს. ამასთან, ძირითადი აქტივების სამუშაო მდგომარეობაში შენახვისა და მიმდინარე შეკეთების ხარჯები, რაც გავლენას არ ახდენს მათ საწარმოო სიმძლავრესა და სასიცოცხლო ციკლზე, აღირიცხება როგორც „საქონელი და მომსახურება“ (22).
პოლიციისა და შინაგანი უსაფრთხოების სამსახურების მიერ იარაღისა (მაგალითად, რაკეტები, ჭურვები) და ამ იარაღის ამოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის (მაგალითად რაკეტის გასაშვები საშუალება, საბრძოლო გემები, წყალქვეშა ნავები, ტანკები, თვითმფრინავები), აგრეთვე, შეიარაღებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა განიხილება ძირითად აქტივებად. ამასთან, სამხედრო უწყებების მიერ მსგავსი სახის აღჭურვილობების შეძენა აღირიცხება „საქონლისა და მომსახურების“ (22) მუხლში. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი საშუალებების შეძენა, რომელიც გამოსადეგია როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მიზნებისთვის (მაგალითად, სამხედრო აეროდრომი, ნავსადგური, საავადმყოფოები, საოფისე ინვენტარი) განიხილება როგორც ძირითადი აქტივების შეძენა. ამასთან, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კაპიტალური დანიშნულებით გაცემული სახსრები, რომელიც გამოიყენება როგორც პროექტის განმახორციელებლის, აგრეთვე სახელმწიფოს (გამონაკლისს წარმოადგენს სხვა დონის სახელმწიფო ერთეულზე გადასაცემად შეძენილი არაფინანსური აქტივები) არაფინანსური აქტივების შესაქმნელად, აღირიცხება არაფინანსურ აქტივებში.
ძირითადი აქტივები მოიცავს:
Ö შენობა-ნაგებობებს (3111);
Ö მანქანა-დანადგარებსა და ინვენტარს (3112);
Ö სხვა ძირითად აქტივებს (3113).
შენობა-ნაგებობები (3111)
შენობა-ნაგებობების შეძენა მოიცავს როგორც ახლად აშენებული შენობა-ნაგებობების ღირებულებას ასევე მის ასაშენებლად შემოგარენის დასუფთავებისა და მომზადების ხარჯებს. ასევე ყველა მოწყობილობის, აპარატურისა და ხელსაწყოების ხარჯებს, რომლებიც ამ შენობა-ნაგებობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
ამასთან, შენობა-ნაგებობები მოიცავს სამხედრო მოსამსახურეებისათვის ან/და სამხედრო მიზნებისათვის შეძენილ შენობა-ნაგებობებს, თუ ისინი სამოქალაქო შენობა-ნაგებობების მსგავსია და მათი გამოყენება იგივე წესითაა შესაძლებელი.
შენობა-ნაგებობები თავის მხრივ მოიცავს:
Ö საცხოვრებელ შენობებს (31111);
Ö არასაცხოვრებელ შენობებს (31112);
Ö სხვა ნაგებობებს (31113).
საცხოვრებელი შენობები (31111)
საცხოვრებელ შენობებს მიეკუთვნება ის შენობები, რომლებიც მთლიანად ან უმთავრესად საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოიყენება (ავტოფარეხებსა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა ნაგებობების ჩათვლით). ამავე კატეგორიაში შედის მცურავი სახლები, ბარჟები, საცხოვრებელი ფურგონები და ავტომისაბმელები, რომლებიც ძირითად საცხოვრებელ ადგილად გამოიყენება.
არასაცხოვრებელი შენობები (31112)
არასაცხოვრებელ შენობებს მიეკუთვნება ყველა შენობა, გარდა საცხოვრებელი შენობებისა. შენობების მოცემულ კატეგორიაში გაერთიანებული შენობების მაგალითს წარმოადგენს საოფისე, ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, საავადმყოფოები, საზოგადოებრივი გართობის შენობები, საწყობები, საწარმოო შენობები, სავაჭრო შენობები, სასტუმროები და რესტორნები.
სხვა ნაგებობები (31113)
ეს მუხლი მოიცავს ყველა იმ ნაგებობას, რომელიც არ განეკუთვნება შენობა-ნაგებობების ზემოაღნიშნულ კატეგორიებს, კერძოდ:
Ö საგზაო მაგისტრალები, ქუჩები, გზები, ხიდები, გვირაბები, რკინიგზა, მეტრო და აეროდრომების ასაფრენი ბილიკები;
Ö საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემები, ნავსადგურები, დამბა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
Ö შახტები და წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სხვა ნაგებობები;
Ö საკომუნიკაციო საშუალებები, ელექტროგადამცემი ხაზები და მილსადენები;
Ö ღია სპორტული დარბაზები და სხვა დასასვენებელი ნაგებობები.
მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (3112)
მანქანა-დანადგარები და ინვენტარი თავის მხრივ მოიცავს:
· სატრანსპორტო საშუალებებს (31121)
· სხვა მანქანა-დანადგარებსა და ინვენტარს (31122).
შენიშვნა: მანქანა-დანადგარები, რომლებიც შეადგენენ შენობების და სხვა ნაგებობის განუყოფელ ნაწილს, შედიან ამ შენობების ან ნაგებობის ღირებულებაში და არ მიეკუთვნებიან მანქანა-დანადგარების კატეგორიას. ისეთი მცირეფასიანი და ხანგრძლივი მოხმარების საგნების შეძენა, რომელთა შეძენა ხორციელდება რეგულარულად და სტაბილური მოცულობით, არ ითვლება ძირითად აქტივებად.
სატრანსპორტო საშუალებები (31121)
აღნიშნულ კატეგორიაში აღირიცხება ყველა სახის მიმოსვლის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად. კერძოდ: რკინიგზის, წყლის, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა, მათ შორის, სპორტული და სპეციალური ტრანსპორტი – ელმავლები, თბომავლები, ორთქლმავლები, სასამსახურე-დამხმარე და მაშველი ნავები და გემები, ტივტივა ნავსადგომები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები, სახანძრო მანქანები, მოტოციკლები, ველოსიპედები, ავტობუსები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები (შვეულმფრენები) და სხვა.
სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (31122)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს ყველა სახის მანქანა-დანადგარებსა და ინვენტარს, გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა. აღნიშნული მუხლი მოიცავს – საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანებს; საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერულ მოწყობილობებს; ელექტრომოწყობილობებს; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აპარატურას; სამედიცინო ხელსაწყოებს; ოპტიკურ ხელსაწყოებს; ავეჯს; მაჯის და სხვა ტიპის საათებს; მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სპორტულ საქონელს.
გარდა ამისა, აღნიშნული მუხლი მოიცავს არასაბაზრო წესით მომსახურების გაწევისათვის სახელმწიფო მუზეუმებისა და სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მფლობელობაში არსებულ ნახატებს, ქანდაკებებს, კოსტიუმებს, ხელოვნების სხვა ნიმუშებს და ანტიკვარიატს, აგრეთვე სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ კოლექციებს და სხვა დანარჩენ ინვენტარს. თუ აღნიშნული ნივთები არ გამოიყენება არც საბაზრო და არც არასაბაზრო წესით მომსახურების გასაწევად, ასეთ შემთხვევაში ისინი კლასიფიცირდებიან, როგორც ფასეულობები (313).
სხვა ძირითადი აქტივები (3113)
აღნიშნული მუხლი მოიცავს:
Ö კულტივირებულ აქტივებს (31131);
Ö არამატერიალურ ძირითად აქტივებს (31132).
კულტივირებული აქტივები (31131)
კულტივირებულ აქტივებს განეკუთვნება ცხოველები და მცენარეები, რომლებიც გამოიყენება მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვა საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, მათ შორის, სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველები. კულტივირებულ აქტივებს განეკუთვნება მხოლოდ სახელმწიფო ერთეულების ზედამხედველობის, კონტროლისა და მმართველობის ქვეშ მყოფი კულტივირებული ცხოველები და მცენარეები. სხვა დანარჩენი ცხოველები და მცენარეები კლასიფიცირდება როგორც არაწარმოებული აქტივები ან საერთოდ არ განეკუთვნებიან ეკონომიკურ აქტივებს.
ამ კატეგორიაში გაერთიანებულ ცხოველებს განეკუთვნებიან: გასამრავლებელი საქონელი (თევზეულისა და შინაური ფრინველების ჩათვლით); მეწველი საქონელი; საჯიშე პირუტყვი; ცხვრები ან სხვა ცხოველები, რომლებიც გამოიყენება შალის საწარმოებლად; აგრეთვე ტრანსპორტირებისათვისა და დოღში გამოსაყენებელი საქონელი და სხვა.
ამ კატეგორიაში გაერთიანებულ მცენარეებს განეკუთვნებიან: ხეები, ვენახები და ბუჩქნარები, რომლებიც კულტივირდება ხილის, თხილის, ფისისა და მერქნის მოსაყვანად და სხვა.
კულტივირებული აქტივების გასვლა ითვალისწინებს ცხოველებისა და მცენარეების რეალიზაციას ან სხვა სახით მათ გასავალს, რაც მოიცავს დასაკლავად გაყიდულ ცხოველებს ან მათი მესაკუთრეების მიერ დაკლულ ცხოველებს და სასიცოცხლო ციკლის გასვლამდე მოჭრილ მცენარეებს.
ამასთან, თუ აღნიშნული მცენარეები და ცხოველები ერთჯერადი გამოყენებისაა, როგორიცაა წინასწარ განსაზღვრული დასაკლავი საქონელი და შეშად გამოსაყენებელი ხეები, აღნიშნული კლასიფიცირდება, როგორც მატერიალური მარაგები (312) და არა როგორც ძირითადი აქტივები (311).
კულტივირებული აქტივების გასვლა არ მოიცავს ცხოველებისა თუ მცენარეების ეპიდემიების გავრცელებით, დაბინძურებით, გვალვით, შიმშილობითა თუ სხვა სახის სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ დანაკარგებს. ცხოველებისა და მცენარეების ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეულ დანაკარგებს, აგრეთვე ცხოველებისა და მცენარეების ხანდაზმულობის გამო მათი ღირებულების შემცირებას ძირითადი კაპიტალის მოხმარება ითვალისწინებს.
არამატერიალური ძირითადი აქტივები (31132)
აღნიშნული მუხლი მოიცავს
Ö ლიცენზიებს (311321);
Ö სხვა არამატერიალურ ძირითად აქტივებს (311322).
ლიცენზიები (311321)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს ლიცენზიებს 10 წლის და მეტი ვადით გამოყენების უფლებით, გარდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისა (31431), რომელიც განიხილება როგორც „სხვა ბუნებრივი აქტივები“ (3143).
სხვა არამატერიალური ძირითადი აქტივები (311322)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს ისეთი ტიპის ობიექტებს, რომლებიც წარმოებაში ერთ წელზე მეტი ხნით გამოიყენება და მათი მომხმარებელია მხოლოდ მათზე საკუთრების ან ლიცენზიის მქონე სუბიექტი. აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნება:
სასარგებლო წიაღისეულის ძიებასთან დაკავშირებულ ხარჯები, როგორიცაა საცდელი ფაქტობრივი გაბურღვის ხარჯები, აგრეთვე ტესტირების ჩასატარებლად, კერძოდ, საჰაერო დაზვერვასა თუ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები;
Ö კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნული ითვალისწინებს პროგრამებს, მათ აღწერილობებსა და დამხმარე მასალებს როგორც სისტემური, ასევე გამოყენებითი პროგრამებისთვის, რომელთა მოხმარებაც ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით არის მოსალოდნელი; აღნიშნული ასევე მოიცავს ფართო მონაცემთა ბაზის შემუშავებას ან შესყიდვას;
Ö სხვადასხვა ჟანრის გასართობი ნაწარმოებები, როგორიცაა ფილმები, ხმის ჩანაწერები, ხელნაწერები, რადიო და სატელევიზო პროგრამები, მუსიკალური ნაწარმოები, სპორტული მოვლენები, ლიტერატურისა თუ ხელოვნების ნაწარმოებები და სხვა.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო კვლევები, ბაზრის გამოკვლევები და მსგავსი ღონისძიებები შეიძლება მომავალში იყოს ეკონომიკური სარგებლის მომტანი, მათთან დაკავშირებული ხარჯები განიხილება როგორც „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ (2210) და არა როგორც არამატერიალური ძირითადი აქტივები.
II. მატერიალური მარაგები (312)
მატერიალური მარაგები მოიცავს საქონელს, რომელიც ინახება შემდგომი გაყიდვის, საწარმოო პროცესში გამოყენების ან მომავალში მოხმარების მიზნით.
Ö მატერიალური მარაგები მოიცავს:
Ö სტრატეგიულ მარაგებს (3121);
სხვა მატერიალურ მარაგებს (3122).
შენიშვნა: მატერიალური მარაგების გასვლა აისახება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს საქონლის გაყიდვას, წარმოებაში გამოყენებას, აგრეთვე მატერიალური მარაგების სხვა კატეგორიაში გადატანას.
სტრატეგიული მარაგები (3121)
სტრატეგიულ მარაგებს მიეკუთვნება: საქონელი, რომელიც ინახება სტრატეგიული მიზნებისათვის და საგანგებო შემთხვევებისათვის; საქონელი, რომელიც ინახება ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების მიერ; და საქონელი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნისათვის (მაგალითად ხორბალი და ნავთობი).
სხვა მატერიალური მარაგები (3122)
სხვა მატერიალური მარაგები თავის მხრივ მოიცავს:
Ö ნედლეულს და მასალებს (31221);
Ö დაუმთავრებელ წარმოებას (31222);
Ö მზა პროდუქციას (31223);
Ö შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილ საქონელს (31224).
ნედლეული და მასალები (31221)
ნედლეული და მასალები შედგება ყველა იმ ბუნებრივი რესურსისა და მასალებისგან, რომლებიც ინახება წარმოების პროცესში გამოსაყენებელი რესურსების სახით.
დაუმთავრებელი წარმოება (31222)
დაუმთავრებელ წარმოებას მიეკუთვნება პროდუქცია, რომელიც ნაწილობრივაა დამუშავებული ან წარმოებული მწარმოებლის მიერ, და მათი წარმოება დასრულდება მომავალში იმავე მწარმოებლის მიერ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი არ ექვემდებარება გაყიდვას, მიწოდებას ან გადაცემას სხვა მხარისათვის შემდგომი დამუშავების გარეშე.
მზა პროდუქცია (31223)
მზა პროდუქცია მოიცავს საქონელს, რომელიც წარმოების პროცესის შედეგს წარმოადგენს, ჯერ კიდევ ინახება მისი მწარმოებლის მიერ და სხვა ერთეულებზე მიწოდებამდე არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას. სახელმწიფო ერთეულებს მზა პროდუქცია შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მაშინ, თუ საქონელს აწარმოებენ გასაყიდად ან სხვა ერთეულებისათვის გადასაცემად.
შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონელი (31224)
ეს მუხლი მოიცავს შემდგომი გაყიდვის ან სხვა ერთეულზე გადაცემის მიზნით შეძენილ ისეთ საქონელს, რომლის ფიზიკური ფორმის მკვეთრი ცვლილებები არ ხორციელდება, რამდენადაც შესყიდვის მომენტში აღნიშნულ საქონელს უკვე გააჩნია მზა პროდუქციის სახე.
შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონლის მფლობელს შეუძლია მისი ტრანსპორტირება, შენახვა, კატეგორიებად დაყოფა, სორტირება ან შეფუთვა, რათა მოახდინოს მისი რეალიზაცია საბოლოო მომხმარებლისათვის მიმზიდველ ფორმაში. ნებისმიერ სახელმწიფო ერთეულზე შეიძლება ითქვას, რომ მას გააჩნია შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი საქონლის მარაგი, თუ იგი ყიდის საქონელს ეკონომიკურად მნიშვნელოვან ფასებში. აღნიშნულ კატეგორიაში ასევე შედის სახელმწიფო ერთეულის მიერ სხვა ერთეულისათვის უსასყიდლოდ გადაცემის ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასით მიყიდვის მიზნით შეძენილი საქონელი.
III. ფასეულობები (313)
ფასეულობები წარმოებული საქონელია, რომლებსაც მნიშნველოვანი ღირებულება გააჩნიათ. ისინი შეძენილია და ინახება, უპირველეს ყოვლისა, როგორც დაგროვების საშუალება და უმთავრესად არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარების მიზნით. მოსალოდნელია, რომ მათი რეალური ღირებულება დროთა განმავლობაში გაიზრდება, უკიდურეს შემთხვევაში, არ შემცირდება, ხოლო ხარისხი, სათანადო პირობებში შენახვისას, არ გაუარესდება.
ფასეულობებს განეკუთვნებიან:
Ö ძვირფასი ქვები და ლითონები, როგორიცაა: ალმასი, არამონეტარული ოქრო, პლატინა, ვერცხლი და ა. შ. აღნიშნული არ არის განკუთვნილი წარმოების პროცესში მოხმარებისათვის შუალედური რესურსის სახით;
Ö ნახატები, ქანდაკებები და სხვა, რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარიატადაა აღიარებული;
Ö ძვირფასი ქვებისა და ლითონებისაგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები.
სახელმწიფო ერთეულების მფლობელობაში არსებული ობიექტების უმრავლესობა, რომელიც განეკუთვნება ფასეულობებს, კლასიფიცირდება, როგორც სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (31122). ვინაიდან ისინი ძირითადად გამოფენილია მუზეუმებში და არ განეკუთვნებიან დაგროვების საშუალებებს.
შენიშვნა: ფასეულობების მიღება მოიცავს როგორც ამ აქტივის ღირებულებას, ასევე საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, ხოლო გასვლის შემთხვევაში აქტივის ღირებულებაში არ უნდა აისახოს საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, აღნიშნული აღირიცხება „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ (2210) კატეგორიაში.
IV. არაწარმოებული აქტივები (314)
არაწარმოებულ აქტივებს განეკუთვნება ბუნებრივად წარმოქმნილი ან სამართლებრივი თუ ბუღალტრული ოპერაციით შექმნილი აქტივები, რომელთა მიმართაც შესაძლებელია საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში აღნიშნული არ წარმოადგენს ეკონომიკურ აქტივებს და არ განიხილება როგორც არაფინანსური აქტივები.
არაწარმოებული აქტივები მოიცავს:
Ö მიწას (3141);
Ö წიაღისეულს (3142);
Ö სხვა ბუნებრივ აქტივებს (3143);
Ö არაწარმოებულ არამატერიალურ აქტივებს (3144).
მიწა (3141)
მიწა თავისთავად წარმოადგენს გრუნტს, ნიადაგის საფარით და მასთან დაკავშირებული ზედაპირული წყლებისა და მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ჩათვლით, რომელთა მიწისგან ფიზიკური განცალკევება შეუძლებელია, შემდეგი ობიექტების გამოკლებით:
Ö მიწაზე ან მიწის ქვეშ აშენებული შენობა-ნაგებობები, როგორიცაა გზები, საოფისე შენობები და გვირაბები;
Ö კულტივირებული ვენახები, ხეხილის ბაღები და ხეების სხვა პლანტაციები, მარცვლეული კულტურები და ცხოველების გასამრავლებელი ადგილები;
Ö წიაღისეული რესურსები;
Ö არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსები;
Ö მიწისქვეშა წყლის რესურსები.
მიწისზედა წყლები მოიცავს: წყალსაცავებს, ტბებს, მდინარეებს და სხვა შიდა წყლებს, რომელთა მიმართაც შესაძლებელია საკუთრების უფლების რეალიზება. აღნიშნული შემდგომ შესაძლებელია სუბიქეტებს შორის ოპერაციების განხორციელების საფუძველი გახდეს.
მიწის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომლის განცალკევებაც მიწისაგან ფიზიკურად შეუძლებელია, შედის მიწის ღირებულებაში. ასეთი გაუმჯობესება ზრდის მიწის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, ან მიწის პროდუქტიულობას, ან ეწინააღმდეგება მისი ხარისხის დაცემას. მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მაგალითს წარმოადგენს ზღვის ხარჯზე მიწის ტერიტორიის ამოშრობა ყურეების ტალღასაწინააღმდეგო ჯებირებისა თუ დამბების მშენებლობით; ტყის გაკაფვა მიწის სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენების მიზნით; დამშრალი მიწების ირიგაცია საირიგაციო არხების მშენებლობით; ჭაობების დაშრობა, ჯებირების, ტალღის საწინააღმდეგო ჯებირებისა და სხვა სახის ბარიერების მშენებლობა წყალდიდობისა და ეროზიის თავიდან აცილების მიზნით და სხვა.
წიაღისეული (3142)
წიაღისეულს განეკუთვნება ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნახშირის (ანტრაციტის, ბიტუმი და მურა ნახშირის ჩათვლით), ლითონის მადანის (შავი, ფერადი და ძვირფასი ლითონის ჩათვლით) და სასარგებლო არამადნეული წიაღისეულის (ქვისსატეხების, თიხისა და სილის კარიერების, ქიმიური ნივთირებებისა და სასუქების საბადოების, მარილის, კვარცის, თაბაშირის, ბუნებრივი ძვირფასი ქვების, ბიტუმის, ტორფის და სხვა საბადოების ჩათვლით) დადასტურებული მარაგები. შახტების ტანი, ჭაბურღილები და სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად საჭირო სხვა ნაგებობები წარმოადგენენ ძირითად აქტივებს (311).
სხვა ბუნებრივი აქტივები (3143)
აღნიშნული კატეგორია მოიცავს:
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას (31431)
სხვა დანარჩენ ბუნებრივ აქტივებს (31432)
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია (31431)
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მოიცავს ლიცენზიებს 10 წლის და მეტი ვადით გამოყენების უფლებით.
სხვა დანარჩენი ბუნებრივი აქტივები (31432)
ამ კატეგორიას მიეკუთვნება არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსები, წყლის რესურსები და ელექტრომაგნიტური სპექტრი.
არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსები მოიცავს ცხოველებსა და მცენარეებს, რომლებზეც შეიძლება საკუთრების უფლების დაწესება და დაცვა, მაგრამ მათი ბუნებრივი ზრდა ან/და განახლება (რეგენერაცია) რომელიმე სახელმწიფო ერთეულის უშუალო კონტროლის, პასუხისმგებლობისა და მართვის ქვეშ არ იმყოფება. მაგალითად: ხელუხლებელი ტყეები და თევზის მარაგები, რომელთა კომერციული ექსპლუატაციაც შესაძლებელია. ამ კატეგორიას მიეკუთვნება მხოლოდ ის რესურსები, რომლებსაც ეკონომიკური ღირებულება გააჩნიათ და არ შედიან მასთან დაკავშირებული მიწის ღირებულებაში.
წყლის რესურსებს განეკუთვნება გრუნტისა და სხვა მიწისქვეშა წყლების ის რესურსები, რომლებიც საკმაოდ დეფიციტურია იმისათვის, რომ გამართლებული იყოს მათზე საკუთრების უფლების დაწესება და/ან გამოყენება. ასეთი რესურსები ეკონომიკური მიზნებისათვის გამოიყენება ან მათი გამოყენება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი. აგრეთვე, მათ გააჩნიათ ეკონომიკური ღირებულება, რომელიც მიწის ღირებულებაში არ შედის.
ელექტრომაგნიტური სპექტრი შედგება რადიოსიხშირეების ნაკრებისაგან, რაც ხმის მონაცემებისა და სატელევიზიო სიგნალების გადაცემისას გამოიყენება.
არაწარმოებული არამატერიალური აქტივები (3144)
არაწარმოებული არამატერიალური აქტივები მოიცავს საზოგადოებრივი მოწყობისათვის განკუთვნილ პროდუქტებს, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ ან საბუღალტრო ქმედებებს. ზოგიერთი ასეთი აქტივი მფლობელს უფლებას აძლევს წარმართოს ესა თუ ის კონკრეტული სახის საქმიანობა, ან აწარმოოს კონკრეტული სახის საქონელი ან მომსახურება და ამასთან, სხვა ერთეულებს აუკრძალოს მსგავსი საქმიანობის წარმართვა მესაკუთრის ნებართვის გარეშე. არაწარმოებული არამატერიალური აქტივები მოიცავენ დაპატენტების ობიექტებს, ლიზინგის ხელშეკრულებებსა და სხვა კონტრაქტებს, აგრეთვე, შეძენილ გუდვილს.
პატენტები უზრუნველყოფენ გამოგონებების დაცვას სამართლებრივად ან სასამართლო გადაწყვეტილებებით. დასაცავი გამოგონებების მაგალითებია: ნივთიერებათა შემადგენლობები, პროცესები, ელექტრონული და ელექტრო სქემები, მოწყობილობები, ფარმაცევტული შემადგენლობანი და ხელოვნურად შექმნილი ცოცხალი ორგანიზმების ახალი სახეები.
ლიზინგის ხელშეკრულებები და სხვა კონტრაქტები, რომელთა კლასიფიცირებაც ხდება ეკონომიკურ აქტივებად, მოიცავს ლიზინგის ხელშეკრულებებს მიწაზე და შენობა-ნაგებობებზე; ელექტრომაგნიტური სპექტრის ან სასარგებლო წიაღისეული საბადოების გამოყენების ექსკლუზიურ უფლებებს; ხელშეკრულებებს სპორტსმენებსა და ავტორებთან; აგრეთვე, უფლებებს ჯერ კიდევ არწარმოებული მატერიალური აქტივების შეძენაზე.
შეძენილი გუდვილი ეწოდება სხვაობას მოქმედი საწარმოსათვის გადახდილ ღირებულებასა და მისი აქტივების ღირებულებას შორის, ვალდებულებების გამოკლებით. გუდვილის ღირებულება მოიცავს გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებელს, რომლის ცალკე აქტივად იდენტიფიცირება არ ხდება.“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები