„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1081 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1081 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 17/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.036
  • Word
603
15/07/2008
სსმ, 102, 17/07/2008
010.320.040.22.033.012.036
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1081 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.036

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №603

2008 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1081 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1081 ბრძანებაში (სსმ III, 4.10.07, №138, მუხლი 1508) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ (დანართი №1):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“;

ბ) პირველი მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;“;

გ) პირველი მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;“;

ე) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;“;

ვ) ამოღებულ იქნეს IV თავი;

ზ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის (ყოველწლიური), ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ცოდნა;“;

თ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ცოდნა;“;

ი) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;“;

კ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;“;

ლ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური