,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 15/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.012.031
  • Word
596
11/07/2008
სსმ, 100, 15/07/2008
200.010.000.22.033.012.031
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.012.031

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №596

2008 წლის 11 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში დამატებების და ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.02.08, №32, მუხლი 337) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება;“;

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.“;

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში ზოგადი ანალიტიკური პროცედურების, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების და საგადასახადო კონტროლის ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად:

ა) შეისწავლის საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების ვადის შეცვლის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს და განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, კრებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციას, ახორციელებს მათ შედარებით და კრებსით ანალიზს;

გ) ანალიზის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო რისკების შესაბამისად ახორცელებს ადმინისტრირების ღონისძიებების და გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების დაგეგმვას და ოპტიმიზაციას;

დ) ახორციელებს შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და საგადასახადო ვალდებულებათა მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების შესწავლას;

ე) ახორცელებს მიმდინარე საგადასახადო დავალიანებებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების განზოგადებას გადამხდელთა მიხედვით.“.

5. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) განაზოგადებს შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს, განზოგადებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რისკის კრიტერიუმებს და ახორციელებს საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას.“.

6. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება

საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილების ფუნქციებია:

ა) რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ბ) რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მიერ გამოწერილი ან კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შესაბამისი პირველი და მეორე პირის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწმობა კოტროლიდან იხსნება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე) მიღება, აღრიცხვა, შენახვა და დადგენილი წესის შესაბისად არქივში გადაცემის მიზნით დამუშავება. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების დარღვევის ფაქტებზე საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული რეაგირების ღონისძიებების ორგანიზაცია, ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება;

გ) რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებულ საბაჟო ორგანოებში წარდგენილი საქონლის გადაადგილებაზე საბაჟო ვალდებულების დაფარვის გარანტიებზე (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე მონიტორინგის განხორციელება;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მდებარე ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობების, დროებითი შენახვის ღია ან/და დახურული საწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების კოორდინაცია, სანებართვო პირობებთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება;

ე) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტო-სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების და რადიაქტიური ნარჩენებისა და მინერალების (წიაღისეულის), გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, იარაღის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა, სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების კოორდინაცია, მათი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო ორგანოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა. ზემოაღნიშნული სახეობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოების მოხელეთა და მათზე გაცემული სპეცტექნიკის აღრიცხვა. ამ კუთხით საბაჟო ორგანოების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება;

ვ) სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლების, ზედმეტად და შეცდომით გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების, ვადაგადაცილებული დავალიანებების, სანქციასაურავების, რესტრუქტურიზებულ და უიმედოდ აღიარებულ დავალიანებათა აღრიცხვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;

ზ) გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციების მიზნით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე გადატანის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული ინფორმაციის ელექტრონულად მიღება, გაცემა და დამუშავება;

ი) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების ოპერატიული განახლების კოორდინაცია და სისტემატიზაცია;

კ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციების მიწოდება.

მუხლი 15. საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი“ და საბაჟო გამშვები პუნქტი  „ყაზბეგი“

საბაჟო საგუშაგოს და საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;

ე) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო დამუშვების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახადებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

თ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და ამავე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.

 ნ. გილაური