„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 164/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 16/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.020
  • Word
164/ნ
14/07/2008
სსმ, 101, 16/07/2008
470.230.000.22.035.012.020
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.020

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №164/ნ

2008 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებით (სსმ III, 23.01.2008წ., №10, მუხ.135) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა

1. ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული კომპეტენციისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამსახური;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახური;

დ) ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახური;

ე) პროფესიული რეგულირების სამსახური;

ვ) ფარმაცევტული საქმიანობის სამსახური.

2. ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს უფროსის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;

დ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა;

ვ) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავება და სააგენტოს კადრების აღრიცხვა;

ზ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება;

თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-გაცემის და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

ი) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

კ) დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ლ) სააგენტოს სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, სამართალწარმოების საკითხებში მონაწილეობის მიღება;

მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის/რეგისტრის წარმოების ხელშეწყობა;

ნ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

ო) საარქივო მასალების შენახვა; არქივის წარმოება.

3. სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

გ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა;

დ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;

ე) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიმდინარეობის და მოცულობის შესწავლა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების კონტროლი;

ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა.

4. ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელთა კონსულტირება და სალიცენზიოდ/სანებართვოდ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;

დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;

ე) სახელმწიფო ლიცენზიების და ნებართვების გაცემა;

ვ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმება;

ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი რეესტრების წარმოება.

5. ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახურის კომპეტენციაა:

ა) სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის ორგანიზაციის კოორდინაცია;

ბ) სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) სააგენტოს საქმიანობის ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;

ე) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება.

6. პროფესიული რეგულირების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ბ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ღონისძიებების გატარება;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;

დ) სამედიცინო პერსონალის სერტიფიკაციის (რესერტიფიკაციის) პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა.

7. ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;

ბ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევაზე და ფარმაცევტულ საქმიანობაზე სახელმწიფო რეგულირების (ზედამხედველობისა და კონტროლის) განხორციელება;

გ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;

დ) ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;

ე) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

ზ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის (შემდგომში – კომიტეტი) დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;.

თ) სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია, რეგისტრაცია-აღნუსხვა და მათი შეჩერება ან გაუქმება;

ი) სამკურნალო საშუალებების სარეკლამო ტექსტების შეთანხმება, რეკლამით გავრცელებული ინფორმაციის ობიექტურ ინფორმაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი;

კ) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი საგამოცდო პროგრამების დამტკიცებისათვის სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ლ) სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოქმედების მონიტორინგის ერთიანი სისტემის კოორდინაცია;

მ) ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი;

ნ) სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრის წარმოება.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები

1. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები არიან სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები.

2. სააგენტოს სამსახურების უფროსები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებსა და განყოფილებებს.

3. სააგენტოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

4. სააგენტოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი