,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 09/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.859
  • Word
218
03/10/2007
სსმ, 140, 09/10/2007
040.030.000.10.003.000.859
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2007 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის (მცირე ზომის ჰიდროელექტრო და გეოთერმული სადგურები) ობიექტების განვითარებას, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას, აგრეთვე საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) განახლებადი ენერგიის (მცირე ზომის ჰიდროელექტრო და გეოთერმული სადგურები) ფონდის მენეჯმენტის უზრუნველყოფა;

ტ) იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის განვითარების ხელშეწყობა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი