დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 15/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.22.023.012.009 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/07/2008 - 29/10/2008)
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.023.012.009
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №517
2008 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ღვალაძე
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს წესი არეგულირებს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2. დამოუკიდებელი ექსპერტი
დამოუკიდებელი ექსპერტი არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.
მუხლი 3. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების პროცედურა
1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი.
3. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ამ წესის მე-4 მუხლით.
4. დამოუკიდებელ ექსპერტებთან ანგარიშსწორება სამინისტროს მიერ ხორციელდება ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნისა და სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურსა და შესაბამის დამოუკიდებელ ექსპერტთან გაფორმებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
მუხლი 4. ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა
1. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება ცალკეული ექსპერტიზისათვის განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით.
2. საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება ცალკეული ექსპერტიზისათვის განისაზღვრება 215 ლარის ოდენობით.
მუხლი 5. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები