დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 575 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 08/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.033.011.988 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.988
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №575
2008 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1602) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (შემოსავლების სამსახური, სახაზინო სამსახური, გენერალური ინსპექცია) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“;
ბ) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაწესებულება – სამინისტროს ცენტრალური აპარატი, შემოსავლების სამსახური, სახაზინო სამსახური და გენერალური ინსპექცია.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დაწესებულება, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია“;
ბ) 12.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი;
აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;
საოპერაციო დეპარტამენტი;
საანგარიშსწორებო დეპარტამენტი;
ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები