დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.22.027.011.982 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.982
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №180
2008 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 453) დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;“.
2. მე-8 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოება;“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო;
ბ) ნოტარიატის სამმართველო.“.
4. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო:
ა) განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე საქმის მასალებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ბ) განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის თაობაზე საქმის მასალებს;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების აღსრულებას;
დ) უზრუნველყოფს მოქალაქეობის საინფორმაციო ბანკის ფორმირებას;
ე) განიხილავს ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ვ) განიხილავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ზ) განხილავს პირის ემიგრაციაში წასვლის თაობაზე საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
თ) უზრუნველყოფს მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირებას;
ი) ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციო პროცედურების მომზადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადებას;
კ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საკითხის მომზადებას, აგრეთვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვას;
ლ) ახორციელებს მაკონტროლებელ ორგანოთა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების განხილვას, მათი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას, რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემას, უზრუნველყოფს მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;
მ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეესტრის წარმოებას;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლს;
ო) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლას და ანალიზს;
პ) ამზადებს წინადადებებს თავისი კომპეტენციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ;
ჟ) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.“.
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები