დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 554 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.011.970 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.970
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №554
2008 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1875) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და ამავე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები