დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 571 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 01/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.011.959 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.959
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №571
2008 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით (სსმ III, 2.04.2006, №58, მუხ.768) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს „უ3“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ3) განსაზღვრავს სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შეფასების ინდიკატორებს და შეფასების პროცედურას.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „მ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შეფასების ინდიკატორებს და შეფასების პროცედურას.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები