,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 01/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.959
  • Word
571
24/06/2008
სსმ, 93, 01/07/2008
040.030.000.22.022.011.959
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.959

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №571

2008 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის     №357 ბრძანებაში დამატებების       შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით (სსმ III, 2.04.2006, №58, მუხ.768) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს „უ3“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ3) განსაზღვრავს სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შეფასების ინდიკატორებს და შეფასების პროცედურას.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „მ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შეფასების ინდიკატორებს და შეფასების პროცედურას.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია