,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 89, 25/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.949
  • Word
564
23/06/2008
პარლამენტის უწყებანი, 89, 25/06/2008
040.030.000.22.022.011.949
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.949

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №564

2008 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული  გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ-თველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხლი 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულე-ბაში შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის:

ა) ,,ა1“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა1) აკრედიტებული სტუდენტი (შემდგომში – სტუდენტი) – სტუდენტი, რომელიც სწავლობს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა აკრედიტაცია ან რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი პროგრამა ეთვლება აკრედიტებულად, აგრეთვე სტუდენტი, რომელიც სწავლობს კონფლიქტის ზონაში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რომლის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები და მიღწეული შედეგები ცნობილ იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ;“; 

ბ)  ,,თ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ3“  ქვეპუნქტი:

,,თ3) კონფლიქტის ზონა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (გარდა აჟარის მუნიციპალიტეტისა) და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (გარდა ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებისა) აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.“.

გ) ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტის/ფაკულტეტების ნუსხა  და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (შემდგომში – აკადმიური საგანმანათლებ-ლო პროგრამა) ან პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა, რომელზეც/რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება.“.

2. დებულების მე-3 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რომელთაც აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;

ბ) ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) რომელთაც პროფესიული უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;

გ) ,,ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ ფაკულტეტზე.“;

3.  დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო  პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში აგრეთვე დამატებითი საგნის გამოცდის ჩაბარება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად ფაკულტეტმა შეიძლება აირჩიოს გამოცდა შემდეგი დამატებითი  საგნებიდან:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ბ) აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი შემდეგ უცხო ენათაგან:

ბ.ა) ინგლისური ენა;

ბ.ბ) გერმანული ენა;

ბ.გ) ფრანგული ენა;

ბ.დ) რუსული ენა;

გ) ლიტერატურა;

დ) მათემატიკა;

ე) ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ვ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).“;

გ) პირველი პუნქტის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

,,12. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია სავალდებუ-ლო საგნების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში აგრეთვე დამატებითი საგნის გამოცდის ჩაბარება.“;

დ) მე-2 და მე-3 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ბ) ზოგადი უნარები;

გ) აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი შემდეგ უცხო ენათაგან:

გ.ა) ინგლისური ენა;

გ.ბ) გერმანული ენა;

გ.გ) ფრანგული ენა;

გ.დ) რუსული ენა.

3. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად ფაკულტეტმა შეიძლება აირჩიოს გამოცდა შემდეგი დამატებითი  საგნებიდან:

ა) ლიტერატურა;

ბ) მათემატიკა;

გ) ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.“.

4. ამოღებული იქნეს დებულების მე-8 მუხლის 41 პუნქტი;

5. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) იმ ფაკულტეტის/ფაკულტეტების (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით. ფაკულტეტების ჩამონათვალში თითოეული ფაკულტეტისათვის  აღინიშნება  აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სურს აბიტურიენტს სწავლა თუ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით;“.

6. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე;“;

7. დებულების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საგამოცდო ბარათთან ერთად აბიტურიენტს ეგზავნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტის/ფაკულტეტების ჩამონათვალი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება. ფაკულტეტების ჩამონათვალში თითოეული ფაკულტეტისათვის  აღინიშნება  აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამით სურს აბიტურიენტს სწავლა თუ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.“.

8. დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. თუ აბიტურიენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ წერილობით განაცხადში გამოთქვამს სავალდებულო ან/და არჩევითი გამოცდის/გამოცდების ჩაბარების სურვილს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აღნიშნულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტის მიერ რეიტინგულ ჩამონათვალში რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ/პროფესიულ უმაღლეს საგანმანათ-ლებლო პროგრამის შესაბამის ფაკულტეტზე ჩასარიცხად რომელიმე გამოცდის ჩაბარება არ არის სავალდებულო.“;

9. დებულების მე-19 მუხლის მე-4 პუქნტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება. ხოლო, თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ფაკულტეტის მიერ დადგენილია მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება, აბიტურიენტის მიერ ზოგად უნარებში მიღებული სკალირებული ქულა გამრავლდება 10-ზე.

10. დებულების 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“;

ბ) პირველი პუნქტს ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

,,ა1) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“;

11. დებულების 222 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის  უფლება  აქვს აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი:

ა) სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) სწავლობს იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით  აკრედიტებულად ეთვლება;

გ) სწავლობს კონფლიქტის ზონაში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

12. დებულების 225 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  მომავალი სემესტრისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგილებს განსაზღვრავს ფაკულტეტების მიხედვით, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე.“.

13. დებულების 227 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ  ადგილებზე შესაძლებელია, თუ:

ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;

ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.“.

14. დებულების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ დებულების V1 თავით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული იმ პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულუბაში ჩაირიცხა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და რომელიც საქართველოს უმაღლესი საგანმა-ნათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველად რეგისტრაციამდე არა უმეტეს 10 წლის წინ გაირიცხა ამ დაწესებულებიდან შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თანხის გადაუხდელობის გამო;

გ) უცხო ქვეყნაში წასვლასთან დაკავშირებით;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ პირს შეჩერებული ქონდა სტუდენტის სტატუსი.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია