,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 531
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.011.947
  • Word
531
20/06/2008
სსმ, 91, 27/06/2008
230.100.000.22.033.011.947
,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.011.947

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №531

2008 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2320) დამტკიცებულ ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი.“;

ბ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეკლარაციის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი.“;

გ) ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) როდესაც განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი;“;

დ) ინსტრუქციის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილის გავლით (გარდა საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევებისა), საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია. თავისუფალ საწყობში საქონლის საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით პირდაპირ გატანის შემთხვევაში რეექსპორტის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

ნ. გილაური