,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.011.946
  • Word
530
20/06/2008
სსმ, 91, 27/06/2008
230.090.000.22.033.011.946
,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.011.946

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №530

2008 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებული ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.

2. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ან თავისუფალ ზონაში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ ზონაში შეტანა აკრძალული არ არის.

3. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის მიმართ, რომელიც:

ა) მთლიანად წარმოებული ან მიღებულია საქართველოში;

ბ) შემოტანილია უცხო ქვეყნიდან და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.

4. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ან თავისუფალ ზონაში შეტანისას იყო ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური