,,საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.945
  • Word
529
20/06/2008
სსმ, 91, 27/06/2008
230.150.070.22.033.011.945
,,საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.945

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 529

2008 წლის 20 ივნისი

 ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქარ-თველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2332) დამტკიცებულ „საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ინს-ტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების, საბაჟო დამუშავების ოპერაციების გამოყენების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განლაგებული საბაჟო-გამშვები პუნქტების, თავისუფალი ზონის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილებში;“;

ბ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების, საბაჟო დამუშავების ოპერაციების გამოყენების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განლაგებული საბაჟო გამშვები პუნქტების, თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში და კანონმდებ-ლობით განსაზღვრულ სხვა ადგილებში;“;

გ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბაჟო საწყობების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო საწყობის, დროებითი დასაწყობებისათვის საქონლის შენახვის სხვა ადგილების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, თავისუფალი ზონების (საბაჟო ორგანოს საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას თავისუფალ ზონაში შენახული საქონლის დათვალიერების შემთხვევაში) ტერიტორიებზე და ნაგებობებში;“;

დ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბაჟო საწყობების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო საწყობის, დროებითი დასაწყობებისათვის საქონლის შენახვის სხვა ადგილების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, თავისუფალი ზონებისა (საბაჟო ორგანოს საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას თავისუფალ ზონაში შენახული საქონლის დათვალიერების შემთხვევაში) და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე და ნაგებობებში;“.

    მუხლი 2.

1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2009 წლის 1 იანვრამდე.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ და დ“ ქვეპუნქტები ძალაში შედის 2009 წლის 1 იანვრიდან.

ნ. გილაური