„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 26/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.851
  • Word
210
26/09/2007
სსმ, 134, 26/09/2007
010.240.030.10.003.000.851
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესა­ხებ“ საქარ­თველოს კანონის მე-17 მუხლის პირ­ვე­ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სა­ქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­­სურ­­სების სამინისტროს დებულების დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის      12 ივ­ნი­სის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებუ­ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი.“.

2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) გენერალური ინსპექცია;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;

ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიო­მრავალ­ფეროვნების დეპარტამენტი;

ზ) გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამ­სა­ხური;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამ­სახური;

ი) მინისტრის აპარატი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“.

3. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსა­­ხურებრივი კონტროლი;

ბ) სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპ­ლი­ნური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანო­ბის კოორდინაცია და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექ­ტებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ბ) სასამართლოებსა და სახელმწიფო დაწესებუ­ლებებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომად­გენლობის უზრუნ­ველყოფა;

გ) საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერ­თობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივ­ნი­სათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით მინი­ჭებულ უფლებამოსილებათა გან­ხორ­ციელებისათვის ხელ­­შეწყობა;

დ) საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებ­ლობას­თან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;

ე) მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავ­შირებული ბრძანების პროექტის მომზადება;

ვ) მიწის რესურსების მართვის პოლიტიკის შემუ­შავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის (სამარ­თ­ლებ­რივი) უზრუნ­ველყოფა.

3. ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორ­ცი­ელებისა და ლიმიტების დამტკიცების ორგანიზება;

ბ) სარგებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციო­ნების ორგანიზება და მოწყობა, სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების გაცემა.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმე­ების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშ­ვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფ­ლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლი­ნების შესახებ ბრძა­ნებების პროექტების მომზადება;

გ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება;

დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამ­დებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველ­ყოფა;

ე) შრომითი დავების თაობაზე სამინისტროს წარმო­მად­გენ­ლობა სასამართლოში;

ვ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გა­სუ­­ლი კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემა­ტიზაცია;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავ­რობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზ­ღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;

თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინ­ფორ­მაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმ­ლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ი) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა არსებული წესის თანახმად;

კ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშა­ვება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

ლ) მატერიალური, ფინანსური და საკრედიტო რესურ­სების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;

მ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანო­ბის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინან­სური რესურსების გამოყენების კონტროლი;

ნ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ­ველ­ყოფა და სახელმწიფო შესყიდვების განხორ­ციელე­ბა;

ო) სამინისტროს სისტემის ვებგვერდის, კომპიუტე­რული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების შექმნა, ადმი­ნისტრირება.

5. მდგრადი განვითარების დეპარტამენტის კომპე­ტენ­ციაა:

ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო და საერთაშო­რისო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და კონ­­ტრო­ლი;

ბ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანი­ზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თა­ნამ­შრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და საერთა­შორისო ვალდებულებების შეს­რუ­ლების კოორდინირება და მონიტორინგი;

გ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძუ­რების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლი­ტიკის განხორცი­ელე­ბასთან დაკავშირებული საკით­ხების კოორდინაცია;

დ) საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობ­ლე­მებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგუ­ლირების, სახელ­მწიფო პოლიტიკისა და სტრა­ტეგიის შემუშავებასა და განხორ­ციელებაში მონაწი­ლეობა;

ე) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და რე­გიო­ნა­ლური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენ­ციების ეროვ­ნული პასუხისმგებელი პირების საქმია­ნობას;

ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიო­ნალური მნიშვნელობის გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერ­თების პროცედურული ღონისძიებების ორგანი­ზებაში.

6. გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრა­ვალ­ფეროვნების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოს­ფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეა­ლი­ზაციის უზრუნ­ველყოფა;

ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიო­რიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტა­რიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვები (ან დროე­ბით შეთანხმებული) მნიშვნე­ლობე­ბის განხილვისა და დამტკი­ცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო წყალსარგებლობის აღრიცხვა და ნორმირება;

ე) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმარ­თულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია;

ვ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;

ზ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერება­თა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატი­ვების განხილ­ვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დად­გენილი წესით;

თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონა­წი­ლე­ობის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველ­ყოფა საქარ­თველოს მთელ ტერიტორიაზე;

ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენე­ბისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება;

კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსე­ნების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;

ლ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლი­ტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.

7. გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) გეოლოგიის დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორ­ციელება;

ბ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის სახელ­მწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორ­ციელება.

8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსა­ხურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხო­ების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეა­ლიზაციის უზრუნ­ველყოფა.

9. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:

ა) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;

ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანი­ზება, თათბირის ოქმის შედგენა;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრი­გის დაგეგმვა და მომზადება;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მივლინებების ორგანიზება;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალა­ქეთა მიღების საკითხების რეგულირება;

ვ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობისათვის ხელშეწყობა.

10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არა­სამ­თავრობო ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამი­ნის­ტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელ­შეწყობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპე­ტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

    მუხლი 2.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საგა­მოძიებო დეპარ­ტამენტისა და გარემოს დაცვის ინსპექციის რეორგანიზაცია (გაერთიანება) და ამ მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გაერთიანება (რეორგანი­ზაცია) და ამ მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორ­ციელება.

    მუხლი 3

დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედ­დეს 2007 წლის პირველი ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ზ. ნოღაიდელი