,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 13/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 17/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.011.923
  • Word
3
13/06/2008
სსმ, 85, 17/06/2008
190.040.000.19.012.011.923
,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.011.923

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის

სამსახურის უფროსის

ბრძანება №3

2008 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის N 95 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 360ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში (სსმ III, 02.08.2004 წ., №79, მუხლი 701) შეტანილ იქნას

შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების მოთხოვნები და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდან ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კომერციული ბანკების აღრიცხვის ფორმა“. “

 2. „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულებისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.”.

ბ) მე–2 მუხლის „დ” და „ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მონიტორინგი – ბანკის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, საბანკო ოპერაციებისა და გარიგებების შესახებ, აგრეთვე ამ ოპერაციებისა და გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; “.

„ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნას საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“.

გ) მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1”, „ზ1”, „ზ2”, „ზ3”, „ს” ქვეპუნქტები:

„ე1) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;“.

„ზ1) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს);  

2) კონტროლი – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ტერმინი;

3) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;“.

 „ს) ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) – ბანკი, რომელიც არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია/ლიცენზირებულია, და რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება.”.

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბანკო ოპერაცია (გარიგება) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) საბანკო ოპერაცია (გარიგება), რომელზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნას საეჭვოდ);

ა.ბ) საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან;

ა.გ) საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;

ა.დ) საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;”.

ე) მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ.ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ ნაღდი ფულადი ფორმით შეტანილი თანხის გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა); აღნიშნული გარიგების ქვეშ იგულისხმება როგორც ანგარიშიდან, ასევე ანგარიშის გაუხსნელად შესრულებული ოპერაცია.”.

ვ) მე–3 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ნორმატიული აქტისთვის დადგენილი წესით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.”.

ზ) მე–3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31” და „32” პუნქტები:

„31. ბანკებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ” და „ბ.დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გარიგებებს, რომელთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.

32. ბანკები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.”.

თ) მე-4 მუხლის მე–2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბანკთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის (კლიენტის), მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ საბანკო ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, იდენტიფიკაცია;”.

ი) მე–4 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე ბანკმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს ბანკის (მისი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) კლიენტებისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრის, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (საბანკო ოპერაციების) გამოვლენის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმების წარდგენის პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს ბანკის ყველა თანამშრომელი.”.

კ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბანკის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის პირობები და წესი;”.

ლ) მე-4 მუხლის მე–5 პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადაწყვეტილება საბანკო ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ, უჩვეულოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის წარდგენის შესახებ მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ბანკის სათანადო სტრუქტურული ერთეულების მიერ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციისა და მომსახურების შედეგად მოპოვებული, აგრეთვე ბანკში არსებული (მათ შორის ბანკის სხვადასხვა ფილიალში) ინფორმაციის საფუძველზე (საერთო საბანკო საინფორმაციო ქსელის დანერგვის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნას ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც). ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ბანკისათვის მიწოდებული მითითებები და სხვა ინფორმაცია. საეჭვო, უჩვეულო და/ან დანაწევრებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის მიზნით ბანკი ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა);”

„გ) ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის: კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის, ამ ინფორმაციის შემოწმებისა და გაანალიზების მასალების), აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებულ საეჭვო საბანკო ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა;”.

მ) მე–4 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბანკის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში ბანკის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას.”.

ნ) მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, ბანკმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (ან სპეციალური სტრუქტურული ერთეული). მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელის (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) თანამდებობა ბანკის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ დონეს (მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის თანამდებობა ბანკის სიდიდიდან გამომდინარე, ბანკებში შესაძლებელია იყოს განსხვავებული,).”.

„3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, ბანკის შიდა ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ამ უკანასკნელის მიერ, აგრეთვე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.”.

ო) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით, ბანკის სხვა თანამშრომლების კონსულტირება და სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კანონმდებლობაში, ბანკის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა;”.

პ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6. ბანკის ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. ბანკი ვალდებულია მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:

ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში);

ბ) ფულადი გზავნილების (ადგილობრივი და საერთაშორისო (SWIFT, Western Union, Money Gram და სხვა მსგავსი) სისტემებით შესრულებეული ოპერაციებისას (გადარიცხვებისა და ფულადი გზავნილების განხორციელებისას), თანხა აღემატება 1500 ლარს (ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში);

გ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.

2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების (წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), მათ მიერ დადებული გარიგებების „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე რისკის მიხედვით შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიაში გაერთიანება, თითოეულ კატეგორიას მიუსადაგონ შესაბამისი (გამარტივებული ან გაძლიერებული) იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების პროცედურები. საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმება უნდა განხორციელდეს სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.

 3. ბანკები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები;

4. ბანკები, მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას, შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, ბანკებმა მესამე პირისგან/შუამავლისგან იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს (ბანკებს).

5. ბანკებს ეკრძალებათ ფიქტიურ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება. ისინი ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა გამოარკვიონ:

 ა) მიეკუთვნება თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი (ან პირი, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიური ბანკის კატეგორიას;

 ბ) აქვს თუ არა მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირს (ან პირს, რომელთანაც ისინი ამყარებენ საქმიან ურთიერთობას) ფიქტიურ ბანკთან ურთიერთობა.

6. ბანკებმა საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარებისას საჯარო წყაროებიდან უნდა მოიძიონ ინფორმაცია რესპოდენტი ბანკის რეპუტაციისა და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხის შესახებ, წარმოადგენს თუ არა იგი მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საკითხებში. ბანკებმა უნდა მოითხოვონ რესპოდენტი ბანკისგან ინფორმაცია მის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით და შეაფასონ კონტროლის ხარისხი.

7. დაუშვებელია საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარება დირექტორატის (კურატორი დირექტორის) თანხმობის გარეშე.

8. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ბანკის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

9. ბანკს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს, ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა (მათ შორის აწარმოოს ისეთი საბანკო ოპერაციები, რომლებიც არ ითვალისწინებენ პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნას, კერძოდ, ფულადი გზავნილების გაგზავნა ან მიღება, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით, ბანკნოტების გადაცვლა და სხვა), თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

10. აკრძალულია ანონიმური ან ფიქტიურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან წარმოება.

11. ბანკი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ბანკთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და ბანკს შორის ურთიერთობის შესწავლა.

12. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობის მიუხედავად, ბანკი არ აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში და ამ მუხლის მე–12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, ბანკის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ.

14.     იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) მოქალაქეობა

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;

ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;

ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო,გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სრული სახელწოდება;

ბ.ბ) საქმიანობის საგანი;

ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების მისამართი);

ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ვ)    ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);

ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში);

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:

გ.ა) სრული სახელწოდება;

გ.ბ) იურიდიული მისამართი;

გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;

გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);

გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში).

15. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ან დოკუმენტი) მისი შექმნის შესახებ, ასევე რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან) და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

16. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის გარდა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის სახელზე ანაბრის გახსნის შემთხვევაში).

17. ბანკებმა უნდა დააფიქსირონ პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

18. ბანკებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.

19. ბანკის მუდმივი კლიენტების (იმ პირების, რომელთაც ბანკში გახსნილი აქვთ ერთი ან მეტი საბანკო ანგარიში და, რომლებიც პერიოდულად მიმართავენ ბანკს ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად), საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და მათი უკეთ შესწავლის მიზნით ბანკს შეუძლია გამოიყენოს კლიენტების ანკეტირების პროცედურა. ანკეტირების პროცესის პარალელურად ბანკმა უნდა უზრუნველყოს შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა.

20. ანკეტირების პროცესის გამოყენება დასაშვებია აგრეთვე იმ პირების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც მიმართავენ ბანკს ერთჯერადი ფინანსური ოპერაციის განხორციელების მიზნით (ფულადი გზავნილების გაგზავნა ან მიღება, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, ბანკნოტების გადაცვლა და სხვა), ან წარმოადგენენ საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე მეორე ან მესამე (თუ საბანკო ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ) პირებს.

21. თუ იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები ან ბანკში არსებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) მამის სახელი;

ა.ბ) დაბადების ადგილი;

ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;

ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;

ა.ე) სხვა ბანკებში საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;

ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):

ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;

ბ.ბ) სხვა ბანკებში საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.

22. ბანკები ვალდებულნი არიან პერიოდულად (შიდა ინსტრუქციით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში) განაახლონ და მოიყვანონ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.

23. კლიენტების იდენტიფიკაციასთან, ანკეტირებასთან და არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების დეტალური წესი და ბანკის თანამშრომლების შესაბამისი ფუნქციები განისაზღვრება ბანკის შიდა ინსტრუქციით.”.

 ჟ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

 „მუხლი 61. ბანკის ვალდებულებანი ფულადი გზავნილების (გადარიცხვების) განხორციელებისას საიდენტიფიკაციო მონაცემების ასახვასთან დაკავშირებით

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების (გადარიცხვების, ფულადი გზავნილების) შესრულებისას ბანკი ვალდებულია პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ასახოს ფულადი სახსრების გადარიცხვის განკარგულებაში (სალარე და უცხოური ვალუტის საგადახდო დავალებაში, სწრაფი ფულადი გზავნილების განაცხადის ფორმაში).

2. ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების/ფულადი გზავნილების შესრულებისას სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის ასახვა:

ა) დასახელება,

ბ) ანგარიშის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პირის უნიკალური კოდი,

გ) მისამართი (მისამართი შეიძლება ჩაინაცვლოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით)

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები შეყვანილ უნდა იქნას ფულადი გზავნილების შესაბამისი სისტემის ელექტრონულ საბუთშიც, იმგვარად, რომ გადარიცხვის/ფულადი გზავნილის შესრულების შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემულ იქნას თანხის მიმღებ დაწესებულებამდე.

4. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ფულადი გზავნილების სისტემაში ამ მუხლის მე–2 პუნქტში მოყვანილი საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული სახით სრულად ასახვა, გადამხდელი ბანკი ვალდებულია, თანხის მიმღები დაწესებულების მიერ გადამხდელის დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას, მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია.

5. ბანკებმა, რომლებიც გადარიცხვების პროცესში ასრულებენ შუამავლების როლს, უნდა უზრუნველყონ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გატარება (გადატანა) გადამხდელი ბანკიდან მიმღებ ბანკამდე. თუ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია აღნიშნულის შესრულება, შუამავალმა ბანკებმა უნდა შეინახონ გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით.

6. დასაშვებია ადგილობრივი გადარიცხვების შესრულებისას მხოლოდ ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვა. ამ შემთხვევაში გადამხდელი ბანკი ვალდებულია თანხის მიმღები დაწესებულების მიერ გადამხდელის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში), მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია სამი საბანკო დღის განმავლობაში.”

 რ) მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7. ბანკის ვალდებულებანი საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ

ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბანკი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) საბანკო ოპერაციების და/ან გარიგებების შესახებ.

2. საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება როგორც თვით ბანკის მიერ დადებულ გარიგებებზე და შესრულებულ საბანკო ოპერაციებზე, ასევე კლიენტების დავალებით შესრულებულ საბანკო ოპერაციებზე და იმ გარიგებებზე, რომლებიც საბანკო ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენენ.

3. საბანკო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს ბანკმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ოპერაციის შინაარსი (მაგალითად, თანხის გადარიცხვა, ანგარიშზე განთავსება, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და ა.შ.);

ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი, თანხა და ვალუტა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულდეს;

გ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც ბანკი ახორციელებს ოპერაციას (ოპერაციის განმახორციელებელი პირის), მათ შორის იმ საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) სახეობა, ნომერი და გახსნის თარიღი (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე ანგარიშის დახურვის თარიღი), რომელიც გამოიყენება ამ კონკრეტული ოპერაციის შესრულებისათვის;

დ) ოპერაციის მეორე მხარე (მისი არსებობის შემთხვევაში) და მისი საბანკო რეკვიზიტები (მაგალითად, თანხის გადარიცხვის შემთხვევაში – შესაბამისი საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ნომერი და ანგარიშის მფლობელი);

ე) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს ბანკის კლიენტის დავალებით (წარმომადგენლის, რწმუნებულის); აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;

ვ) თუ ოპერაცია სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ზ) ოპერაციის შესრულების საფუძველი – ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ოპერაციის შესრულების საფუძვლად შეიძლება მიჩნეული იქნას ბანკის კლიენტის მიერ დადებული გარიგება, რომლის საფუძველზეც იგი ახორციელებს საბანკო ოპერაციას და ა.შ.).

4. ბანკსა და კლიენტს შორის დადებული გარიგების (მათ შორის სასესხო ან საბანკო მომსახურების თაობაზე დადებული გარიგების), აგრეთვე იმ გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს, რომელიც საბანკო ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, ბანკმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გარიგების სახე (მაგალითად, ნასყიდობა, ყიდვა-გაყიდვა, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.);

ბ) გარიგების საგანი (კონკრეტული ნივთი, მატერიალური ფასეულობა ან არამატერიალური უფლება, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, ან მომსახურება, სამუშაო, რომელიც გარიგების თანახმად უნდა შესრულდეს);

გ) გარიგების ფორმა (წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება);

დ) გარიგების მიზანი (მაგალითად, კომერციული საქმიანობა, მოგების მიღება, ქველმოქმედება, ვალის გადახდა და სხვა);

ე) გარიგების მონაწილე პირების (მათ შორის მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) გარიგების დადების თარიღი, ადგილი და მოქმედების ვადა;

ზ) გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;

თ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში).

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით ბანკმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.

6. იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც არ არიან ბანკის კლიენტები (ბანკთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირები), აღირიცხება წარმოდგენილი (ბანკის ხელთ არსებული) ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე. ბანკს არ ევალება დამატებით მოსთხოვოს კლიენტს გარიგების მეორე მხარის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა.”.

ს) მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 8. ბანკის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. ბანკი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე–3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს შენახული როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული სახით (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა).

2. საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად ბანკმა შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ამასთან, ბანკში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული ბანკის იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ბანკის შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკის შიდა ინსტრუქციით – ბანკის ბეჭდითაც.

4. ბანკში შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ საბანკო ოპერაციას და/ან გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.“.

ტ) მე–9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად ბანკი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობითი ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ საბანკო ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.”.

უ) მე-9 მუხლის მე–4 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ საბანკო ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საბანკო ოპერაცია (გარიგება) წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ბანკის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.”.

ფ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ბანკის უფლებამოსილი კურიერის მიერ, ხოლო თუ საკურიერო მომსახურების გამოყენება შეუძლებელია - ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ბანკის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი - 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.”.

ქ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 31 27 03.”.

ღ) მე–9 მუხლის მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს ბანკის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის (მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის, სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის ან ბანკის იმ ხელმძღვანელის, რომელიც კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს) ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკის შიდა ინსტრუქციით – ბანკის ბეჭდითაც. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება ბანკში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.”.

ყ) ამოღებულ იქნას მე–9 მუხლის მე–20 პუნქტი.

შ) მე–10 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კომერციული ბანკების აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) ბანკი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ნაბეჭდი ფორმა, დამოწმებული ბანკის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერით.”.

ჩ) მე–11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 11 მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას ბანკის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის ბანკის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.”.

ც) დანართი №2-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს.

მ. როინიშვილი

 

 დანართი №2

ნაწილი 1

    

ფორმის სახე: პირველადი ----- შეცვლილი--------

1. კომერციული ბანკის სრული დასახელება:

 

 

2. ფილიალების რაოდენობა(2):

3. იურიდიული მისამართი:

 

 

4. ფაქტობრივი მისამართი:

 

 

5. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის ნომერი:

 გაცემის თარიღი:

6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

7. მარეგისტრირებელი ორგანო:

 

8. რეგისტრაციის თარიღი:

9. რეგისტრაციის ნომერი:

 

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ

(2) ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი დანიშნულია ფილიალში(ფილიალებში) შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისთვის ცალ-ცალკე).