დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 26/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.020.040.10.003.000.850 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №209
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2318) დამტკიცებულ „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის მოხსნის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში, რის შედეგადაც მიენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი მოეხსნა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან, ამასთან, გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;
ბ.ბ) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) მოეხსნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის მოხსნის დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის გასვლის შემდეგ გასხვისებულ და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დატოვებულ იქნა სხვა მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც ასეთი მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ ასეთ გასხვისებაზეც გავრცელდება აღნიშნული შეღავათები, ხოლო საქონელი ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები