დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 662 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 17/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.010.22.034.011.912 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.011.912
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბრძანება
№662
2008 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ნუსხის პირველი მუხლის მე-8 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოების უფროსები.“.
2. ნუსხის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5.
1. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის (გარდა განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსისა), სამინისტროს სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:
ა) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ბ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ე) სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ზ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
თ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ი) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი; ასეულის მეთაური:
კ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ლ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე - გამომძიებელი;
მ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
ნ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ო) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი – გამომძიებელი;
პ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი;
ჟ) დეტექტივი-გამომძიებელი;
რ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი – გამომძიებელი; ექსპერტი-კრიმინალისტი;
ს) უფროსი ინსპექტორი; უფროსი ინსპექტორი – გამომძიებელი; ექსპერტი;
ტ) ქვეგანყოფილების უფროსი; ქვეგანყოფილების უფროსი – გამომძიებელი; ოცეულის მეთაური;
უ) ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე; ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე – გამომძიებელი; ათეულის მეთაური;
ფ) დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი;
ქ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; უფროსი ოპერატიული თანამშრომელი – გამომძიებელი; უბნის უფროსი ინსპექტორი; მთავარი სპეციალისტი; უფროსი მოიერიშე;
ღ) ინსპექტორი; ინსპექტორი – გამომძიებელი; ოპერატიული თანამშრომელი; ოპერატიული თანამშრომელი – გამომძიებელი; უბნის ინსპექტორი; წამყვანი სპეციალისტი; მოიერიშე;
ყ) უმცროსი ინსპექტორი; უბნის უმცროსი ინსპექტორი; სპეციალიტი;
შ) თანამშრომელი;
ჩ) უმცროსი თანამშრომელი;
ც) დამხმარე მოსამსახურე.
2. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის, სამსახურის უფროსის არყოფნისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით.“.
3. ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები:
,,მუხლი 12
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქვეუწყებო დაწესებულებიდან მოსამსახურეთა (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობრივი გადაადგილება (დანიშვნა-გათავისუფლება) ხდება სამინისტროს საკადრო ქვედანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, ხოლო მისი არყოფნისას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით.
მუხლი 13
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში მოსამსახურეთა (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობრივი გადაადგილებისას (დანიშვნა-გათავისუფლება) შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მინისტრის ის მოადგილე, რომლის საკურატორო სფეროშიც ხდება პირის თანამდებობაზე დანიშვნა.
მუხლი 14
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები