„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 13/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.011.910
  • Word
171
12/06/2008
სსმ, 84, 13/06/2008
010.240.030.22.027.011.910
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.011.910

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №171

2008 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

,,ე) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია